დავინახე რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი სისხლის გუბეში იყო” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გერმანიაში თავდასხმის შესახებ და რას ჰყვებიან თვითმხილველები (ფოტოები)

გერმანიაში ზო­ლინ­გენ­ში, ფეს­ტი­ვალ­ზე და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის თავ­დას­ხმის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 3 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 6 და­შავ­და. თავ­დამ­სხმე­ლი ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და ამ დრომ­დე არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

  • “ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი და და­ვი­ნა­ხე, რო­გორ და­ე­ცა უგო­ნოდ ადა­მი­ა­ნი ჩემ­გან სულ რა­ღაც ერთ მეტრში, მოვ­ბრუნ­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი სის­ხლის გუ­ბე­ში იყო”, – ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

Bild-ის ცნო­ბით, პო­ლი­ცია მომ­ხდარს ტე­რაქ­ტად აფა­სებს.

“გვინ­და, რომ დამ­ნა­შა­ვის ზუს­ტი აღ­წე­რა გვქონ­დეს. ეს რთუ­ლია, რად­გან მოწ­მე­ე­ბი შოკ­ში არი­ან და ან ამ წუ­თებ­ში ვერ სა­უბ­რო­ბენ. ვვა­რა­უ­დობთ, რომ საქ­მე ერთ თავ­დამ­სხმელ­თან გვაქვს, ის ახლა გაქ­ცე­უ­ლია და ვერ ვი­ტყვით, რომ სა­ში­ში არ არის”, – აცხა­დებს პო­ლი­ცი­ის სპი­კე­რი.

პო­ლი­ცია ზო­ლინ­გე­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ, მა­თი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე თავ­დამ­სხმე­ლის მას­შტა­ბუ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ ზო­ლინ­გენ­ში მოხ­და, რო­დე­საც ზო­ლინ­გე­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ქა­ლა­ქის 650 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავ­და.