გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. შემთხვევა რამდენიმე საათია წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მეხანძრე- მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.