თბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფოს მანქანა შეეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.”მთავარი არხის” ვებგვერდის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.