ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ალბანეთთან მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართავს.
მისი თქმით, სირთულეები მეტ მოტივაციას აძლევს და შესაბამისად, ნოემბერში საფეხბურთო ნაკრები გაორმაგებული მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას.
“ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიით და გაორმაგებული მოტივაციით!“ – წერს გიორგი მამარდაშვილი.
ცნობისთვის “ერთა ლიგის” ფარგლებში საქართველო თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა.