„ადრე მეგონა მოცეკვავეებს აუცილებლად ორი ფეხი და ხელი უნდა ჰქონოდათ“,- BBC-ი კეტ ჰოკინსის შთამაგონებელ ისტორიას გვიყვება.
„პრაიმტაიმი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
ფეხები ჩემი სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ისინი მე მეხმარებოდნენ მეკეთებინა ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. ეს იყო ცეკვა.
ახლა, როდესაც ამას ვწერ, ტკივილს კვლავ ვგრძნობ. ხანდახან ეს ტკივილი ძალიან ღვივდება, ვიხსენებ იმ დროს, როდესაც ფეხები მეც მქონდა. ხანდახან კი ეს მოგონებები უფერულდება.
ცეკვა ჩემთვის ყოველთვის იყო ის ენა, რომელსაც სხეული თანდათანობით ეუფლებოდა.
არასდროს არ დამავიწყდება ის შეგრძნენები, რაც ცეკვის მერე მეუფლებოდა. ველოდებოდი ხოლმე როდის მოვიდოდა ჩემი ჯერი, რომ საცეკვაოდ გავსულიყავი.
2007 წლის 4 დეკემებრს ყველაფერი შეიცვალა
გამომეღვიძა, თითქოს უგონოდ მდგომარეობაში ვიყავი.. მახსოვს როგორ გავხსენი ჩემი ოთახის კარები.
როგორღაც მოვახერხე სამზარეულომდე მივსულიყავი. იქ ის ადამიანები იყვნენ, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდი. გაოცებულებმა შემომხედეს.
„თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ“,- ამის თქმაღა მოვახერხე და დივანზე დავჯექი.
მაშინ არ ვიცოდი, რომ ბაქტერიული მენინგიტი მქონდა. დაავადება, რომელსაც შეუძლია ადამიანი 4 საათში მოკლას.
უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვიყავი. ცეკვის კლუბის წევრი ვიყავი. დამოუკიდებლობით ვტკბებოდი. საჭმელებს თავად ვამზადებდი.
იმ დილის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება რამდენიმე წამში საგრძნობლად შეიცვალა.
სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადამიყვანეს.
ბაქტერიულ მენინგიტი ზოგიერთ შემთხვევაში სეფსისში გადადის. მე სწორედ ეს დამემართა.
ექიმებმა უკვე იცოდნენ რაც მჭირდა. ხელოვნურ კომაში ვიმყოფებოდი მანამდე, სანამ ჩემი ორგანიზმი დაავადებასთან ბრძოლას ცდილობდა.
როდესაც იმუნური სისტემა ბაქტერიას გადამეტებულად ებრძვის, პროცესში სასიცოცხლო ქსოვილებიც ზიანდება. ექიმებმა ჩემს ოჯახს უთხრეს, რომ მათ მეტი არაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. შანსი რომ იმ ღამეს ცოცხალი გადავრჩენილიყავი თითქმის ნული იყო.
თუმცა, მე გადავრჩი.
„ძალიან ვწუხვარ, ფეხის ამპუტაცია მოგვიწევს“
ექიმებმა მითხრეს, რომ მათ მარჯვენა ფეხი უნდა მოეჭრათ ჩემთვის. მახსოვს ხმამაღლა ვიყვირე. ძალიან ცუდად ვიყავი.
მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. 2 თვის შემდეგ მათ მარცხენა ფეხიც მომკვეთეს.
მაშინ 19 წლის ივყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა მეცხოვრა ფეხების გარეშე.
„ვეღარ ვიცეკვებ“,- ამაზე ვფიქრობდი მხოლოდ.
მომდევნო თვეების მანძილზე ვისწავლე როგორ გამომეყენებინა ეტლი, ხელჯოხები და პროთეზის ორი ფეხი. ვცდილობდი მესწავლა როგორ მეარა მათი საშუალებით, როგორ დამეცვა ბალანსი და როგორ გადამეტანა მთელი დატვირთვა პლასტმასისა და მეტალის ფეხებზე.
პირველი ნაბიჯების გადადგმას ვცდილობდი. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ადრე პუანტებით ცეკვას ვსწავლობდი.
რამდენიმე თვის შემდეგ უნივერსიტეტში დავბრუნდი.
არ მინდოდა ვინმეს სცოდნოდა, რომ ფეხები არ მქონდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები მქონდა. გრძელ ტანსაცმელს ვატარებდი, რათა არავის არაფერი შეემჩნია.
უნივერსიტეტის ცეკვის აკადემიაში დავბრუნდი. ვუყურებდი როგორ რეპეტიციობდნენ. შემდეგ ქორეოგრაფობა შემომთავაზეს. მაგრამ უცბად ძალიან ცუდად გავხდი, გავაანალიზე – ის, რაც მათთვის უნდა მესწავლებინა, თავად ვერასდროს გავაკეთებდი.
პანიკური შეტევა დამემართა.
საბოლოოდ საცეკვაო მოედანს 2014 წელს დავუბრუნდი. Candoco Dance Company-ში კასტინგები იმართებოდა.
„მე ყოველთვის მოცეკვავე ვიყავი“
Candoco თანამედროვე ცეკვის კომპანიაა, რომელიც უნარშეზღუდული მოცეკვავეებისგან შედგება.
ძალიან რთული იყო, ცეკვის დროს სხეულში დიდი ტკივილი ვიგრძენი. თუმცა, Candoco-სთან თანამშრომლობა გავაგრძელე და მალე მათთან მუშაობა დავიწყე.
საკუთარ თავზე ახლაც ვმუშაობ. დიდი დრო დამჭირდა, სამყაროსთვის სხვაგვარად შეხედვა რომ შემძლებოდა.
და მერე ერთ რამეს მივხვდი – ცეკვა ყველასთვისაა, არ აქვს მნიშვნელობა მათ შესაძლებლობებს.
ხანდახან ვფიქრობ, ეს რომ არ დამმართნოდა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა.
მაგრამ იცით რა? ეს ყველაფერი რომ არ მომხდაიყო იმ ადამიანებს ვერ შევხვდებოდი, რომლებსაც ახლა ვიცნობ.
არასდროს მეცოდინებოდა რას განიცდიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
ამ ყველაფერმა კრეატიული, მოტივირებული და საოცარი ადამიანები შემძინა. მათ მე სამყაროს სხვანაირად აღქმა მასწავლეს.
ამისთვის კი მადლობელი ვარ.