ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ამერიკაში სწავლის მსურველებს მიმართავს და რჩევას აძლევს, თუ რა საფეხურების გავლის შედეგად არის შესაძლებელი ამერიკაში განათლების მიღება.
როგორც ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს, ის უკვე გახდა SUNY Westchester Community College-ის სტუდენტი:
„ამერიკაში სწავლა ვისაც სურს, შემდეგი საფეხურები უნდა გაიაროს.
პირველ რიგში World Education Services უნდა აღიარებინოთ თქვენი ქართული ან ევროპული დიპლომი.
დაითვლიან თქვენს კრედიტებს და გეტყვიან, რამდენს ჩაგითვლიან და რამდენს არა.
ჩემი ბაკალავრის 240 კრედიტიდან 188 კრედიტი აღიარეს.
ხოლო მაგისტრატურის 120 კრედიტიდან 60 კრედიტი.
ჩემი საერთო GPA: 4.0 რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი სტუდენტი ვიყავი და ვარ.
სწავლა სიბერემდეო. მე მიყვარს როცა სულ
სიახლისა და ძიების პროცესში ვარ.
ამერიკაში ბაკალავრი რომ დაამთავრო სულ 120 კრედიტი გჭირდება.
ანუ ამერიკული განათლების სისტემის მიხედვით, ერთი ბაკალავრი და პლიუს მასტერი უკვე მაქვს, მაგრამ მე ისევ ახალ ბაკალავრს ვიწყებ.
ამისთვის ჩემმა კოლეჯმა შარშან მომთხოვა ინგლისური ენის კურსების ყველაზე მაღალი დონის ხელახლა გავლა.
კურსების დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე ორი გამოცდა, მათემატიკა და ინგლისური ენა.
გადახედეს ჩემს კრედიტებს და 28 ჩამითვალეს.
ანუ 28 კრედიტი უკვე დახურული მაქვს.
ერთი უცნაურობა, მნიშვნელობა არ აქვს რაზე აბარებ, პირველ სემესტრში მოთხოვნადი საგნებია: მათემატიკა 3 კრედიტი, ინგლისური ენა 101 ან 102 3 კრედიტი, Science-დან ირჩევ ან ბიოლოგიას, ან ფიზიკას ან ქიმიას და 3 კრედიტის მანდედან იღებ.
მე ამ ფაკულტეტის სტუდენტი ვარ:
School – Arts, Hum & Soc Sci.
Major – Journalism
Classification Sophomore
სწავლა 3 სექტემბერს მეწყება და ძალიან მიხარია.
კიდევ ერთხელ “Full Time” სტუდენტი ვარ.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.
თუ ამერიკის მოქალაქე ან რეზიდენტი ხარ შეგიძლია შეავსო #FAFSA-ს აპლიკაცია და მთავრობისგან გრანტი მიიღო.
მე 9. 395 დოლარი გრანტი მივიღე წელს.
მოკლედ, ვისაც გაგიხარდათ შეგიძლიათ მომილოცოთ, SUNY Westchester Community College-ის სტუდენტი ვარ. წარმოიდგინეთ GenZ-ებთან ერთად ვიჯდები ლექციაზე.
წარმატებები ყველას. სიყვარულით, ცისნამი“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.