მოგიყვებით, თუ როგორ ვწმენდ მილებს სახლში მარტივად და ვიცავ იდეალურ სისუფთავეს

შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ გაჭედილი მილების გაწმენდას. მოცემული საშუალება შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად მივიღე სასურველი შედეგი.

გაწმენდის პროცესი:

  • პირველ რიგში, ამოასუფთავეთ ნიჟარა, აუცილებლად ამოიღეთ ბადე.
  • აადუღეთ 2-3 ლ წყალი და ჩაასხით სანიაღვრე მილში. ამ გზით შეძლებთ მილების ჩარეცხვას და მაშინვე ჩაყარეთ 1-2 მუჭა  საკვები სოდა. მდუღარე წყლის ზემოქმედებით სოდა დაიწყებს ფუხფუხს. ეს მიუთითებს, რომ გაწმენდა დაიწყო.
  • გააჩერეთ 5-7 წუთი და ჩაასხით ნახევარ ლიტრამდე ძმარი. სოდა მაშინვე რეაგირებს ძმარზე. გააჩერეთ კიდევ რამდენიმე წუთი და ბოლოს ჩარეცხეთ ისევ 2 ლიტრამდე ადუღებული წყლით.

ასე რომ, ბიუჯეტური პროდუქტებით ძალიან სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლებთ დაბლოკილი მილების გაწმენდას.