6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა 

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მუ­ლა შა­რუ­ხია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ბოს­ფო­რი გა­და­ცუ­რა და სპორ­ტსმენ­მა 6.5 კმ 1 სა­ათ­სა და 22 წუთ­ში და­ფა­რა.

თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჯერ კი­დევ 2022 წელს 55 წლის ბაია მო­ქე­რია იყო, ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ბოს­ფო­რის ცნო­ბილ მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და 1 სა­ათ­სა და 19 წუთ­ში და­ფა­რუ­ლი მან­ძი­ლით თა­ვის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

რუ­სუ­დან ნი­ჟა­რა­ძე ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“2022 წელს დე­და­ჩემ­მა ბაია მო­ქე­რი­ამ, თვით­ნას­წავლმა და სულ ახალ­ბე­დამ, გა­და­ცუ­რა ბოს­ფო­რის სრუ­ტე და გახ­და კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რის მო­ცუ­რა­ვე. 700 ქალ­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ბოს­ფო­რის ურ­თუ­ლე­სი, 3-დი­ნე­ბი­ა­ნი, 6,5 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი 1 სა­ათ­სა და 19 წუთ­ში და­ი­პყრო.

.

ქალ­ბა­ტონ თა­მი­ლას ვუ­ლო­ცავ ასეთ წარ­მა­ტე­ბას. მჯე­რა, დე­და­ჩე­მის (ბაია) და მისი შე­მარ­თე­ბა ბევ­რის­თვის მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა და დიახ, ნამ­დვი­ლად, არა­სო­დეს უნდა და­ნებ­დე და გვი­ა­ნი არა­სო­დეს არის”.

აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სზე მე­ტის გა­სა­გე­ბას ინ­ტერ­ვი­უ­ზე ქალ­ბა­ტონ ბა­ი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით. 6 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია, რო­მე­ლიც ახლა დი­ა­სახ­ლი­სია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო თუ არა თა­ვა­დაც პირ­ვე­ლი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ 2 წლის წინ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მა­რა­თონ­ში 55 წლის ასაკ­ში შთამ­ბეჭ­დავ შე­დეგს მი­აღ­წია

– პირ­ვე­ლი არც მე ვყო­ფილ­ვარ, ამას ვერ და­ვი­ჩე­მებ, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია არ მქო­ნია ამის შე­სა­ხებ, მე­გობ­რებ­მა და­წე­რეს 2022 წელს, რო­დე­საც მა­რა­თონ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რომ შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი.

– რო­გორ მოხ­ვდით ამ კონ­კურ­სზე?

ბოს­ფო­რის მა­რა­თო­ნი წლე­ბია ტარ­დე­ბა. თა­ვი­დან 6 მო­ნა­წი­ლე იყო მხო­ლოდ და ნელ-ნელა მო­ე­მა­ტა მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ბო­ლოს, თურ­ქე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ წე­ლი­წად­ში ორი სა­ა­თი და­კე­ტოს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სრუ­ტე რო­გო­რიც ბოს­ფო­რია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტვირ­თებს ატა­რებს და ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. წე­ლი­წად­ში ერთი დღე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს იკე­ტე­ბა და მა­რა­თო­ნი ტარ­დე­ბა. მა­რა­თო­ნი მო­ი­ცავს ექ­ვსნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრს, სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ გა­და­ცურ­ვის დროს უკვე ხდე­ბი კონ­ტი­ნეტ­თა შო­რის მო­ცუ­რა­ვე.

მე თა­ვად მოყ­ვა­რუ­ლი მო­ცუ­რა­ვე ვარ. წე­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი დამ­ჭირ­და, შემ­დეგ და­ვი­წყე ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი “იუ­თუბ­ზე”. იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვიე ცურ­ვას, რომ შა­ბათ-კვი­რის გარ­და, დღე­ში ოთხ კი­ლო­მეტრს ვცუ­რავ და როცა არ ვცუ­რავ, ცუ­დად ვარ. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ბედი მე­ცა­და. წა­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და.

– რო­გორ ხდე­ბა მა­რა­თონ­ზე რე­გის­ტრა­ცია?

– იან­ვარ­ში რე­გის­ტრირ­დე­ბი, საკ­მა­ოდ რთი­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლია. დრო­უ­ლად უნდა მოხ­ვდე. ჩემი შვი­ლი და­მეხ­მა­რა ამა­ში. ჩემ დროს 2400 მო­ნა­წი­ლე იყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ წელს კი­დევ უფრო მეტი იქ­ნე­ბო­და. 1 სა­ა­თი და 19 წუთი დამ­ჭირ­და გა­და­სა­ცუ­რად. კონ­კურ­სი და­ყო­ფი­ლია კა­ტე­გო­რი­ე­ბად, მე ჩემს ასაკ­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვე­დი, მა­შინ 55 წლის ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ ამ ასაკ­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებ. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რა­შიც შრო­მას ჩა­დებ.

– თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, იმ წელს, სხვა ქარ­თვე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ?

სი­ა­ში ვნა­ხე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, იქაც რომ ჩა­ვე­დი, სულ ვე­ძებ­დი. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მახ­ლდა, დრო­შე­ბით ვი­დე­ქით, ვხმა­უ­რობ­დით, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვნა­ხე. იქაც ვე­ძებ­დი რომ გა­დავ­ცუ­რე, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. მე ვიცი, ერთი ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­და­ცუ­რა და ვიდ­რე წა­ვი­დო­დი, მას­თან მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია, ვე­სა­უბ­რე, რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე მის­გან და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

– კონ­კუ­რენ­ცია თუ იგ­რძნო­ბო­და ად­გილ­ზე?

– მანდ არის კა­ტე­გო­რი­ე­ბი, არი­ან სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­კორ­დზე ცუ­რა­ვენ. ჩემს დროს 16 წლის გო­გო­ნამ გა­ი­მარ­ჯვა. მე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ ჯან­მრთე­ლი და ყო­ჩა­ღი ამოვ­სუ­ლი­ყა­ვი კი­დე­ზე. მეტი არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. მეტი არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, მთა­ვა­რი იყო გა­და­მე­ცუ­რა. საკ­მა­ოდ სა­ნერ­ვი­უ­ლო პრო­ცე­სია, არის სამი დი­ნე­ბა, არ უნდა მოხ­ვდე ცუდ დი­ნე­ბა­ში, რომ წყალ­მა არ წა­გი­ღოს. თუ წყალ­მა წა­გი­ღოს და ხიდს გას­ცდი, კა­ტე­რი მო­დის და გხსნი­ან შე­ჯიბ­რე­ბი­დან. სულ ნიშ­ნე­ბით ცუ­რავ, დრო­შა უნდა და­ი­ნა­ხო და იქით წახ­ვე­დე, შემ­დეგ თოკი გხვდე­ბა.

– სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბი თუ გხვდე­ბა?

საინფორმაციო პორტალი

6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა – “საკმაოდ სანერვიულოა, არის სამი დინება, ცუდ დინებაში არ უნდა მოხვდე, წყალმა რომ არ წაგიღოს”

13:32 / 27-08-2024

6 შვილიშვილის ბებია, რომელმაც 55 წლის ასაკში ბოსფორი გადაცურა - "საკმაოდ სანერვიულოა, არის სამი დინება, ცუდ დინებაში არ უნდა მოხვდე, წყალმა რომ არ წაგიღოს"

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მუ­ლა შა­რუ­ხია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ბოს­ფო­რი გა­და­ცუ­რა და სპორ­ტსმენ­მა 6.5 კმ 1 სა­ათ­სა და 22 წუთ­ში და­ფა­რა.

თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჯერ კი­დევ 2022 წელს 55 წლის ბაია მო­ქე­რია იყო, ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ბოს­ფო­რის ცნო­ბილ მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და 1 სა­ათ­სა და 19 წუთ­ში და­ფა­რუ­ლი მან­ძი­ლით თა­ვის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

რუ­სუ­დან ნი­ჟა­რა­ძე ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“2022 წელს დე­და­ჩემ­მა ბაია მო­ქე­რი­ამ, თვით­ნას­წავლმა და სულ ახალ­ბე­დამ, გა­და­ცუ­რა ბოს­ფო­რის სრუ­ტე და გახ­და კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რის მო­ცუ­რა­ვე. 700 ქალ­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ბოს­ფო­რის ურ­თუ­ლე­სი, 3-დი­ნე­ბი­ა­ნი, 6,5 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი 1 სა­ათ­სა და 19 წუთ­ში და­ი­პყრო.

ქალ­ბა­ტონ თა­მი­ლას ვუ­ლო­ცავ ასეთ წარ­მა­ტე­ბას. მჯე­რა, დე­და­ჩე­მის (ბაია) და მისი შე­მარ­თე­ბა ბევ­რის­თვის მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა და დიახ, ნამ­დვი­ლად, არა­სო­დეს უნდა და­ნებ­დე და გვი­ა­ნი არა­სო­დეს არის”.

აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სზე მე­ტის გა­სა­გე­ბას ინ­ტერ­ვი­უ­ზე ქალ­ბა­ტონ ბა­ი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით. 6 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია, რო­მე­ლიც ახლა დი­ა­სახ­ლი­სია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო თუ არა თა­ვა­დაც პირ­ვე­ლი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ 2 წლის წინ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მა­რა­თონ­ში 55 წლის ასაკ­ში შთამ­ბეჭ­დავ შე­დეგს მი­აღ­წია

– პირ­ვე­ლი არც მე ვყო­ფილ­ვარ, ამას ვერ და­ვი­ჩე­მებ, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია არ მქო­ნია ამის შე­სა­ხებ, მე­გობ­რებ­მა და­წე­რეს 2022 წელს, რო­დე­საც მა­რა­თონ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რომ შე­საძ­ლოა პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი.

– რო­გორ მოხ­ვდით ამ კონ­კურ­სზე?

– ბოს­ფო­რის მა­რა­თო­ნი წლე­ბია ტარ­დე­ბა. თა­ვი­დან 6 მო­ნა­წი­ლე იყო მხო­ლოდ და ნელ-ნელა მო­ე­მა­ტა მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ბო­ლოს, თურ­ქე­თის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ წე­ლი­წად­ში ორი სა­ა­თი და­კე­ტოს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სრუ­ტე რო­გო­რიც ბოს­ფო­რია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტვირ­თებს ატა­რებს და ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. წე­ლი­წად­ში ერთი დღე აგ­ვის­ტოს ბო­ლოს იკე­ტე­ბა და მა­რა­თო­ნი ტარ­დე­ბა. მა­რა­თო­ნი მო­ი­ცავს ექ­ვსნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრს, სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ გა­და­ცურ­ვის დროს უკვე ხდე­ბი კონ­ტი­ნეტ­თა შო­რის მო­ცუ­რა­ვე.

მე თა­ვად მოყ­ვა­რუ­ლი მო­ცუ­რა­ვე ვარ. წე­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამო, ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი დამ­ჭირ­და, შემ­დეგ და­ვი­წყე ვი­დეო გაკ­ვე­თი­ლე­ბი “იუ­თუბ­ზე”. იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვიე ცურ­ვას, რომ შა­ბათ-კვი­რის გარ­და, დღე­ში ოთხ კი­ლო­მეტრს ვცუ­რავ და როცა არ ვცუ­რავ, ცუ­დად ვარ. შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ბედი მე­ცა­და. წა­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და.

– რო­გორ ხდე­ბა მა­რა­თონ­ზე რე­გის­ტრა­ცია?

– იან­ვარ­ში რე­გის­ტრირ­დე­ბი, საკ­მა­ოდ რთი­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი მსურ­ვე­ლია. დრო­უ­ლად უნდა მოხ­ვდე. ჩემი შვი­ლი და­მეხ­მა­რა ამა­ში. ჩემ დროს 2400 მო­ნა­წი­ლე იყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ წელს კი­დევ უფრო მეტი იქ­ნე­ბო­და. 1 სა­ა­თი და 19 წუთი დამ­ჭირ­და გა­და­სა­ცუ­რად. კონ­კურ­სი და­ყო­ფი­ლია კა­ტე­გო­რი­ე­ბად, მე ჩემს ასაკ­ში 27-ე ად­გილ­ზე გა­ვე­დი, მა­შინ 55 წლის ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ ამ ასაკ­შიც შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებ. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რა­შიც შრო­მას ჩა­დებ.

– თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, იმ წელს, სხვა ქარ­თვე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ?

– სი­ა­ში ვნა­ხე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, იქაც რომ ჩა­ვე­დი, სულ ვე­ძებ­დი. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მახ­ლდა, დრო­შე­ბით ვი­დე­ქით, ვხმა­უ­რობ­დით, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვნა­ხე. იქაც ვე­ძებ­დი რომ გა­დავ­ცუ­რე, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვე. მე ვიცი, ერთი ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­და­ცუ­რა და ვიდ­რე წა­ვი­დო­დი, მას­თან მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია, ვე­სა­უბ­რე, რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე მის­გან და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა.

– კონ­კუ­რენ­ცია თუ იგ­რძნო­ბო­და ად­გილ­ზე?

– მანდ არის კა­ტე­გო­რი­ე­ბი, არი­ან სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­კორ­დზე ცუ­რა­ვენ. ჩემს დროს 16 წლის გო­გო­ნამ გა­ი­მარ­ჯვა. მე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი და ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, რომ ჯან­მრთე­ლი და ყო­ჩა­ღი ამოვ­სუ­ლი­ყა­ვი კი­დე­ზე. მეტი არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. მეტი არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, მთა­ვა­რი იყო გა­და­მე­ცუ­რა. საკ­მა­ოდ სა­ნერ­ვი­უ­ლო პრო­ცე­სია, არის სამი დი­ნე­ბა, არ უნდა მოხ­ვდე ცუდ დი­ნე­ბა­ში, რომ წყალ­მა არ წა­გი­ღოს. თუ წყალ­მა წა­გი­ღოს და ხიდს გას­ცდი, კა­ტე­რი მო­დის და გხსნი­ან შე­ჯიბ­რე­ბი­დან. სულ ნიშ­ნე­ბით ცუ­რავ, დრო­შა უნდა და­ი­ნა­ხო და იქით წახ­ვე­დე, შემ­დეგ თოკი გხვდე­ბა.

– სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბი თუ გხვდე­ბა?

– რომ გი­თხრათ, რომ ზვი­გე­ნე­ბი და­ცუ­რა­ვენ და რამე ჩაგყლა­პავს, არა. მა­ნამ­დე აგ­ზავ­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბას. ასე­ვე აუ­ზი­დან მთხო­ვეს ცნო­ბას, რომ ნამ­დვი­ლად ვცუ­რავ. და­ნარ­ჩე­ნი, თა­ვად აწერ ხელს, რომ თა­ნახ­მა ხარ ამ ტი­პის მა­რა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. რამე რომ იყოს და გული გა­გი­ჩერ­დეს, ისი­ნი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას იხ­სნი­ან.

– ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე თუ გახ­სენ­დე­ბათ?

– 83 წლის მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მარ­თლა სას­წა­უ­ლი კონ­კურ­სია. ისე­თი მა­ღალ დო­ნე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. სტარ­ტამ­დე რომ მი­დი­ხარ ნა­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბენ, სიგ­ნა­ლე­ბი ის­მის, დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს. მა­შინ ვამ­ბობ­დი, რად­გან აქ ვზი­ვარ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, უკვე ძა­ლი­ან კარ­გია. ძა­ლი­ან მინ­დო­და ჩემი ასა­კის ხალ­ხის­თვის ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მო­ტი­ვა­ცია. ოლიმ­პი­ურ მწვერ­ვა­ლებს ნამ­დვი­ლად არ ვე­ჭი­და­ვე­ბი.

– მე­ო­რედ თუ შე­გიძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

რო­გორ არა, რამ­დენ­ჯე­რაც გინ­დათ. იქ იყ­ვნენ თურ­ქე­ბის ჯგუ­ფე­ბი მერ­ვედ გა­მო­დი­ო­და ზოგი. ისე­თი ამ­ბა­ვი ჰქონ­დათ გემ­ზე, რომ გა­დავ­წყვი­ტე შემ­დეგ როცა წა­ვალ, მეც გუნდთან ერ­თად წა­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლო­დან. რომ ამ ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­დეს. და­გეგ­მი­ლი მაქვს, რომ 60 წლის რომ გავ­ხდე­ბი კი­დევ ერთხელ გა­დავ­ცუ­რო, შემ­დეგ 65 წლის და 70 წლის ასაკ­ში.

– გარ­და ცურ­ვი­სა, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის გამო და­ი­წყეთ და შემ­დეგ უკვე ჰო­ბად იქცა, რას საქ­მი­ა­ნობთ?

– თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, ჩემი ახა­ლან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა დი­ა­სახ­ლო­სო­ბაა. 6 შვი­ლის შვი­ლის ბე­ბია ვარ და ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მე, ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. ვი­საც ვჭირ­დე­ბი ვეხ­მა­რე­ბი. მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, მე­გობ­რე­ბი, მათ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა, აქ­ტი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ..