ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აღიარა – თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს სიტყვით მიმართა.
ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს. ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, – თქვა ბრალდებულმა.
ზვიად ზურაბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლ და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, მისივე მტკიებით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.