დაკბენილებია ბავშვები, დიდები… სისხლი გვდიოდა ფეხებიდან და ხელებიდან…” – წერილი მერს

თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, თბილისის მერიას და მერს, კახა კალაძეს, მოქალაქე მიმართავს და წერს:

მოგესალმებით… ბატონებო ურთულესი პრობლემის წინაშე დგას გარეუბნები, კერძოდ ამჯერად მხედველობაში მაქვს სამგორის რაიონის ემირ ბურჯანაძის მიმდებარე ტერიტორია 301 296 ავტობუსების ბოლო გაჩერება…

მწერების გამო გარეთ ვერ გამოვსულვართ, ფანჯარა და კარი ვერ გაგვიღია ცხვირპირში გვივარდებიან მწერები… ნარგავებსაც აზიანებენ… დაკბენილებია ბავშვები, დიდები …სტადიონზე გავიყვანე ბავშვი და სისხლი გვდიოდა ფეხებიდან და ხელებიდან ისე დავბრუნდით…

უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ჩართულობით გამოვნახოთ საშუალება ამ მტკივნეული პრობლემის აღმოსაფხვრელად. მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსური თუ ფიზიკური ძალით. იქნებ ვერტმფრენებით ზემიდან შეიწამლოს ტერიტორია…გვჯერა თქვენი გულისხმიერების❤️