სკოლაში მითხრა ერთმა, მე სომეხთან არ დავჯდებიო…, – 16 წლის ლიზი ინტერნაციონალური ოჯახიდან

როცა იგე­ბენ მა­მით სო­მე­ხი და დე­დით ქარ­თვე­ლი ხარ, რო­გორ გხვდე­ბი­ან სკო­ლა­ში?

– იყო შემ­თხვე­ვა, სო­მე­ხიც და­უ­ძა­ხი­ათ ჩემ­თვის… ისე კი ძა­ლი­ან ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ სომ­ხე­ბის მი­მარ. მა­გა­ლი­თად, ის, რომ თით­ქოს მათ ფული უყ­ვართ, გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ცუდი ხალ­ხია ადა­მი­ა­ნო­ბის მხრივ და ა.შ. როცა უკვე ჩემს სა­ხეს და ადა­მი­ა­ნო­ბას ვუჩ­ვე­ნებ, თუნ­დაც ჩემს ტო­ლებს, ეც­ვლე­ბათ აზრი. დე­და­ჩე­მის დიდი წვლი­ლია იმა­ში, რომ ჩემი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და აზ­როვ­ნე­ბა დღეს სრუ­ლად ქარ­თუ­ლია. ასე­ვე ჩემი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბე­ბი­ის, რო­მელ­საც მამა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, დედა კი ჩემ­სა­ვით ქარ­თვე­ლი ჰყავ­და. კი­დევ ჩემი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის. ამ სამ­მა ადა­მი­ან­მა შე­მაყ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლო და მე თა­მა­მად ვა­ბობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. ერთხელ სკო­ლა­ში მი­თხრა ერ­თმა მოს­წავ­ლემ, მე სო­მეხ­თან არ დავ­ჯდე­ბიო. გა­ვი­და დრო, დღეს იმ ადა­მინ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, თუმ­ცა ის გუ­ლის ტკი­ვი­ლი არ მა­ვი­წყდე­ბა.

წყარო: ambebi.ge