თბილისში ფეიქრების ქუჩასთან ტრაგედია მოხდა. თბილისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მოგვიანებით გაგირკვა, უბედური შემთხვევის დროს, “საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ისინი ადგილზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
“დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ
“საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.