არინას უკანასკნელი სიმღერა…” – რას წერს რუსული მედია თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც რუსი ტურისტი დაიღუპა?

რუსული მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას – ახალ­გაზ­რდა ქალი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­დნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

ტრა­გე­დია თბი­ლის­ში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. ღა­მით ორ სა­ათ­ზე მოხ­და, რო­დე­საც ორი მე­გო­ბა­რი დე­და­ქა­ლაქ­ში ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­და, ალა პუ­გა­ჩო­ვას ცნო­ბილ ჰიტს “Веселые ребята-ს” მღე­რო­და და ამ დროს ვი­დე­ოს იღებ­დნენ. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთ-ერთ მათ­განს – 24 წლის არი­ნა გლა­ზუ­ნო­ვას ფეხი და­უც­და და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც თა­ვის მძი­მე ტრამ­ვა მი­ი­ღო.

დაზარალებული სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ექი­მებ­მა მას ქა­ლის ძვლის და­ზი­ა­ნე­ბა და­უდ­გი­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­კო­სე­ბის ძა­ლის­ხმე­ვი­სა, გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ის 27 სექ­ტემ­ბერს, პა­რას­კევს გარ­და­იც­ვა­ლა.

“ამ დრო­ის­თვის იმ ად­გი­ლას, სა­დაც გო­გო­ნა ჩა­ვარ­და, მე­გობ­რებ­მა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს და იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი მე­მო­რი­ა­ლი გა­ა­კე­თეს”, – წერს ერთ-ერთი გა­მო­ცე­მა.