ცუდი ფაქტი მოხდა. ბოდიშს ვიხდი, ვინანიებ, მაგრამ მაინც მაქვეყნებენ… არ ვიცი, რა გითხრათ.. ეს ბავშვი მეორე ბავშვს სცემდა და ამაზე გავღიზიანდი, წამოვარტყი, ეს არის“, – ასე უპასუხა აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფმა, მერაბ დოლიძემ კითხვას გავრცელებულ ძალადობის კადრებზე, სადაც ჩანს, რომ იგი მის მოსწავლეს ფიზიკურად ეხება.
მომხდარს კი ქორეოგრაფი ambebi.ge-სთან საუბრისას ასე იხსენებს:
„არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, არასდროს ბავშვზე ხელი არ ამიწევია. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ალბათ ამიტომ ვერ შევიკავე თავი. საჩივარი შევიტანე, კი…
მეორე დღეს დედა და მამიდა შუა რეპეტიციაზე შემომივარდნენ წივილ-კივილით, ბავშვები შემიშინეს, ვთხოვე, რეპეტიცია დამთავრდება და შემდეგ დავილაპარაკოთ-მეთქი და არ დაიშალეს, იყო ფიზიკური შეხებაც.
ეს კადრები არსად გასულა. ამ ფაქტის შემდეგ დირექტორმა გამათავისუფლა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა მოვითხოვეთ, რომ არ გავეთავისუფლებინე, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა და განაჩენს არ გამომიტანდნენ.
ადვოკატმა საჭიროდ ჩათვალა მოგვეთხოვა, რის საფუძველზე ვიყავი გათავისუფლებული და ამას მიეცა მერე მსვლელობა, თორემ მე თავს კი არ ვიმართლებ, რა მაქვს გასამართლებელი? ვნანობ, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, იქნებ ეპატიებინათ.
პირველი შემთხვევა იყო… გეფიცებით, 25 წელია ბავშვებთან ვარ და საერთოდ არ ვეკარები მათ, ამასობაში ჩემთან, დარბაზში ჩხუბიც არ მომხდარა ერთმანეთში და ამან ცოტა გადამიყვანა ჭკუიდან, დედა ახალი მკვდარი მყავდა და ესეც დაემატა…
ბავშვზე ლაპარაკი არ მინდა, მასზე საყვედურის თქმა არ მინდა, ამას არასდროს გავაკეთებ, მათ საკუთარი შვილებივით ვზრდიდი…
მშობლებს არაფრის გაგონება არ უნდათ, კადრები დადეს და ამან უფრო გაამძაფრა სიტუაცია, ჩემგანაც საჩივარი შევიდა და… მოკლედ, არ ვიცი… ძალიან ვნანობ“. – ამბობს მერაბ დოლიძე.