საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდას თავს დაატყდა – უმძიმესი ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა შედეგები მოიტანა “მილტონმა”

აშშ-ში, შტატ ფლო­რი­დას მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი “მილ­ტო­ნი“ და­ა­ტყდა თავს. ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქში სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე და­ფიქ­სირ­და.

უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი, თუმ­ცა ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქის შე­რი­ფის გან­ცხა­დე­ბით, არის და­ღუპ­ვის “მრავ­ლო­ბი­თი შემ­თხვე­ვა“, ხოლო ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

  • “მილ­ტონს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლურ ფლო­რი­და­ში“, – გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ქა­რიშ­ხლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა.

ქა­რიშ­ხალ­მა მთელ შტატ­ში ტორ­ნა­დო­ე­ბი გა­მო­იწ­ვია, ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის გამო, მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ასო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად, თავს სა­ერ­თო თავ­შე­საფ­რებს აფა­რებს.

ეროვნული გვარ­დი­ის ათა­სო­ბით წევ­რი ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის. პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­ნა­ლა­გა რე­სურ­სე­ბი და ასო­ბით პერ­სო­ნა­ლი.

ბა­ი­დენ­მა ფლო­რი­და კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რათა სტი­ქი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა გა­ად­ვილ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის გამო, წინა დღე­ებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სახ­ლის და­ტო­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ე­ცა. “მილ­ტონს“ უწო­დეს “ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ონს ბოლო სა­უ­კუ­ნე­ში და­ა­ტყდა თავს”.