ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთლიანად ჩვენი ლიგის სიმბოლოა – სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი

კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთლიანად ჩვენი ლიგის სიმბოლოა, – განაცხადა იტალიის სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ.

სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

„ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მატჩის შედეგის გადაწყვეტა თავისი ხარისხიანი თამაშით. ხვიჩა ასევე პოზიტიური ფიგურაა ახალგაზრდებისთვის, ის ამბიციური შედეგების მისაღწევად საჭირო ერთგულებისა და მონდომების სიმბოლოა“, – აღნიშნა ლუიჯი დე სიერვომ.