ქართველი პატიმარი გოგონა პირდაპირ დეფილედან გაათავისუფლეს – “მარიკოს 2 წელი ჰქონდა დარჩენილი”: უპრეცედენტო შემთხვევა და ემოციური კადრები

უნიკალური შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქალი პა­ტიმ­რე­ბის­თვის – მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი შექ­მნი­ლი სა­მო­სის ჩვე­ნე­ბა გა­მარ­თეს” – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­მა­სა­ლას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი.

ირ­კვე­ვა, რომ ქალ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა ტან­საც­მლის მო­დე­ლე­ბი და ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლებ­თან ერ­თად, თა­ვა­დაც წა­რუდ­გი­ნეს.

  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვე­ნე­ბის და­სას­რულს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მსჯავ­რდე­ბუ­ლი, “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ემო­ცი­უ­რი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, სა­დაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა ამ­ბობს:

“ძა­ლი­ან მა­გა­რი გან­ცდაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და და­ა­ფა­სეთ ხალ­ხო, არ ვე­ლო­დი” – ამ­ბობს გო­გო­ნა.

როგორც ირ­კვე­ვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი 20 წლის მა­რი­კოა.

“ეს არის 20 წლის მა­რი­კო. უსაყ­ვარ­ლე­სი გოგო, რო­მე­ლიც მოხ­და ისე, რომ აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში… სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ იცის რო­დის, რა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ვი­დეს. მე ვარ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის, რო­მე­ლიც უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

ჩა­ტარ­და “ლი­დერ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის” ინი­ცი­ა­ტი­ვით და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს მხარ­და­ჭე­რით.

ჩვენ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ N5 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან 20 მსჯავ­რდე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით და მათ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დე­ფი­ლე­ში მა­თი­ვე შე­კე­რი­ლი ლუ­ქე­ბით. რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ და­ვა­ორ­გა­ნი­ზეთ… და მოხ­და სა­ოც­რე­ბა… ღო­ნის­ძი­ე­ბის ბო­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მა­რი­კო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. დარ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და 2 წელი” – წე­რია სოცქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

“უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვის მომსწრე გავ­ხდით. პირ­ვე­ლად მსჯავ­რდე­ბულ ქალ­თა დე­ფი­ლე წარ­მა­ტე­ბით კი არ ჩა­ტარ­და, არა­მედ ერთ-ერთი პა­ტიმ­რის სცე­ნა­ზე­ვე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბით დას­რულ­და…. არ შე­იძ­ლე­ბა გად­მო­ი­ცეს ეს ემო­ცია..მგო­ნი ფილ­მი იყო, მგო­ნი პირ­ვე­ლად დავ­მუნჯდი” – წერს ჩვე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ნა­თია შა­თი­რიშ­ვი­ლი.