ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა – ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.
მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, ასევე ცრუ ჩვენების ბრალდებაში გამართლდა და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.
ცნობისთვის, ნატო ხელაძე, სამტრედიაში, 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით, მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.