პასკა მესმის და მიყვარს მძიმე, ნოტიო და ზედმეტი პრანჭიკულობების გარეშე…“ – კიდევ ერთი რეცეპტი მკითხველისგან

ინგრედიენტები

  • რძე – 1 ლ
  • კვერცხი – 10 ც
  • კარაქი – 500 გრ
  • შაქარი – 1300 გრ
  • საფუარი – 3 ს.კ.
  • ქიშმიში – 250 გრ
  • ფქვილი – 4 კგ
  • მარილი – 0.5 ჩ.კ.
  • მიხაკი – 0.5 ჩ.კ.
  • დარიჩინი – 0.5 ს.კ
  • არაყი – 0.5 ჩ.კ.
  • ლიმონის ზეთი – 0.5 ჩ.
  • მომზადების წესი
  • სუნელები წინასწარ უნდა დავაყენოთ მინიმუმ ერთი დღით ადრე.
  • თბილ რძეში გავხსნათ დროჟი, 4 სუფრის კოვზი შაქარი და ფქვილი, დაახლოებით არაჟნის სისქის რომ გამოვიდეს, დავდგათ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოსვლამდე.
  • შაქარი და კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ თბილი რძე, გამდნარი კარაქი, სუნელები, შემდგომ საფუვრიან მასას, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ლიმონის ზეთი და მოვზილოთ დიდხანს ზეთიანი ხელით, დაველოდოთ ამოსვლას, რომ ამოვა გადავზილოთ და დავამატებთ ქიშმიშს, მეორედ რომ ამოვა ჩავზილავთ და გადავანაწილებთ ზეთმოსმულ ქაღალდის ფორმებში ისე რომ ცომი იყოს ფორმის ნახევარზე ცოტა მაღლა და ფორმაში დაველოდებით ამოსვლას, რომ გაფუვდება და ფორმის პირს გაუსწორდება, გამოვაცხოთ 150°-ზე 30წუთით.