2024 წლის 24 აპრილს მორიელის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებული ენერგეტიკით ხასიათდება და თითოეული ადამიანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სურვილს იგრძნობს.
ზოგადად, აპრილის თვის სავსე მთვარეს “ვარდისფერ მთვარეს” უწოდებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ვარდისფერი ფლოქსების აყვავება იწყება. მორიელი პარტნიორულ ურთიერთობებზე, ვნებაზე, ემოციებსა და ცვლილებებზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, განსაკუთრებული გავლენა სწორედ აღნიშნულ სფეროებზეა მოსალოდნელი
24 აპრილი შესაძლოა თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპისა და წარმატებების დასაწყისი იყოს. ნახოთ შრომის შედეგი, აღმოაჩინოთ, რომ რაღაცები, რაც აქამდე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით. თუმცა, პარალელურად, შესაძლოა, მომატებული შფოთვა და ემოციურობა იგრძნოთ და კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ.
რისი გაკეთება შეიძლება 2024 წლის 24 აპრილის სავსე მთვარის დროს?
- თქვენს პიროვნულ ზრდაზე კონცენტრირდით – 24 აპრილის სავსე მთვარის ენერგია თქვენს მიზნებსა და გეგმებზე ფოკუსირებას ხელს უწყობს. გაანალიზეთ, რა გაქვთ ახლა და რისთვის უნდა იბრძოლოთ, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ეს ასტროლოგიური მოვლენა სწორ გზას გაჩვენებთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში.
- მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას – ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გააქტიურდება. ამიტომაც, მიენდეთ თქვენს შინაგან ხმას და გააკეთეთ ის, რასაც გიკარნახებთ.
- გაატარეთ მეტი დრო საკუთარ თავთან – დაგეგმეთ დასვენება, სხვადასხვა პროცედურის ჩატარება, გასეირნება, საყვარელი აქტივობა. ეს ენერგიის შევსებაში დაგეხმარებათ და სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.
- დაფიქრდით თქვენს ფინანსებზე – განსაზღვრეთ, როგორია თქვენი შემოსავლისა და ხარჯის თანაფარდობა და შემდეგ შეადგინეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დაზოგოთ თანხა, რომ მოგზაურობისა თუ სხვა მიზნებისთვის გამოიყენოთ.
- დაასრულეთ სამსახურის ვალდებულებები – დროა, ყველა გაჭიანურებული, შუა გზაზე დატოვებული საქმე საბოლოოდ დაასრულოთ. ამ დღეს საჭირო ძალასა და მოტივაციას ნამდვილად იპოვით.
რა არ უნდა გააკეთოთ 2024 წლის 24 აპრილის სავსე მთვარის დროს?
- ნუ დაიტვირთებით ზედმეტად – ეს დღე ისედაც მომატებული შფოთვისა და ემოციურობით ხასიათდება. ამიტომაც, ნუ წამოიწყებთ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ასევე, სტრესულ სიტუაციებს თავი მაქსიმალურად აარიდეთ და მშვიდად იყავით.
- უარი თქვით ალკოჰოლზე – სავსე მთვარის დრო ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ის უახლოესი დღეების განმავლობაში უარყოფით ენერგიას მოიზიდავს და წარმატებაში ხელს შეგიშლით.
- ჯობს, დიდი შესყიდვებისაგან თავი შეიკავოთ – 24 აპრილს შესაძლოა, იმპულსურად იყიდოთ ბევრი სხვადასხვა ნივთი, მოგვიანებით კი გააანალიზოთ, რომ ეს სულაც არ გჭირდებოდათ. ამიტომაც, ჯობს საქმე მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.