საქართველოში ქოჩორაშვილის მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს… მარცხის მიზეზი ალბათ ისაა, რომ…” – სანიოლის განცხადება

საქართველოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა უე­ფას ერთა ლი­გის მე­ო­თხე ტუ­რის შეხ­ვედ­რა ალ­ბა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თა.

  • მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ერ­თა­დერ­თი გოლი გა­ვი­და. 48-ე წუთ­ზე კრის­ტი­ან ას­ლა­ნის გო­ლით სტუმ­რე­ბი და­წი­ნა­ურ­დნენ და შეხ­ვედ­რა ალ­ბა­ნე­თის ნაკ­რებ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით მო­ი­გო.

უე­ფას ერთა ლი­გის B1 ჯგუ­ფის მე­ო­რე შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნა­სა და ჩე­ხეთს შო­რის ფრედ 1:1 დას­რულ­და. მომ­დევ­ნო, მე­ხუ­თე ტუ­რის შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ბა­თუმ­ში, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. მატ­ჩი 16 ნო­ემ­ბერს შედ­გე­ბა.

ვილი სა­ნი­ოლ­მა ალ­ბა­ნეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ მარ­ცხის მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა.

“ზოგ­ჯერ, მარ­ცხის შემ­დეგ, ყვე­ლაფ­რის უარ­ყო­ფი­თად და­ნახ­ვა გვსურს. ჩვენ ბურ­თსაც ვა­კონ­ტრო­ლებ­დით და მეტი სა­გო­ლე შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­და. მარ­ცხის მი­ზე­ზი ალ­ბათ ისაა, რომ სა­ჯა­რი­მო­ში არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებ­დით.

დღეს ძა­ლი­ან შემ­ტე­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნეთ, რად­გან ვი­ცო­დით, ალ­ბა­ნე­თი დაც­ვი­დან ითა­მა­შებ­და. ფეხ­ბურ­თე­ლებს ახა­ლი ტაქ­ტი­კას ცუ­დად არ მი­უ­ღი­ათ. მაგ­რამ შან­სე­ბი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ამის გა­რე­შე კი შე­დე­გის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. იმე­დია, აქე­დან ბევ­რს ვის­წავ­ლით, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტი მარ­ცხი იყო”, – აღ­ნიშ­ნა ჩვე­ნი გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა.

ასე­ვე ისა­უბ­რა გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­ზე:

“ამ დრო­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის მსგავ­სი ფეხ­ბურ­თე­ლი არ გვყავს, რო­მე­ლიც მის პო­ზი­ცი­ა­ზე ასეთ დო­ნე­ზე ითა­მა­შებს. ტაქ­ტი­კის ცვლი­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გამო მოგ­ვი­წია. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ მის არ­ყოფ­ნა­ში ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში არ შეგ­ვიძ­ლია. გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს კი რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს კლუბ­ში. აკ­ლია თავ­და­ჯე­რე­ბა, რად­გან ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­შია. ვცდი­ლობთ, რომ მივ­ცეთ ის, რაც აკ­ლია სა­თა­მა­შო დრო, თავ­და­ჯე­რე­ბა, რად­გან მან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ნაკ­რე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, რომ მი­ქა­უ­ტა­ძეს კლუბ­ში მეტი სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა რომ ჰქო­ნო­და, უკ­რა­ი­ნას­თან და ალ­ბა­ნეთ­თან მატ­ჩე­ბის შე­დე­გებ­ზეც აი­სა­ხე­ბო­და” – თქვა სა­ნი­ოლ­მა.