“ქალი უნდა იყოს საქმიანი! არა, ქალი უნდა იყოს მეოჯახე! დედა უნდა იყოს! ვერ შეთანხმდა სამყარო…” – ნუკი კოშკელიშვილის ვრცელი წერილი

ყველას მაინც ვერ მოეწონები… ხომ ასეა? სულ ვცდილობთ ამას. სულ რაღაც ჩარჩოებს ვიგონებთ. უნდა იყო გამხდარი – აი, ვინ მოიგონა? ეგება და არ მინდა და არ მონწონს. უნდა გქონდეს დიპლომი, სასურველიან იურიდიული, სამედიცინო ან კიდევ რამე მსგავსი – რატომ? იქნებ მე ტექნიკუმი მომწონს, მინდა ვიყო მკერავი ან მშენებელი, ვულკანიზაციაში მინდა მუშაობა, ბავშობიდან მიტაცებდა ეს საქმე, ან ბალერინა მინდა ვიყო. იქნებ – მშენებელი?

ქალი უნდა იყოს საქმიანი! არა, ქალი უნდა იყოს მეოჯახე! დედა უნდა იყოს! ვერ შეთანხმდა სამყარო…

ამ დროს, ყველას მაინც ვერ მოეწონებით… ამიტომ იყავით ის, ვინც ხართ და აკეთეთ, რაც თქვენ გულს უხარია. იმას ვისაც მოეწონებით, მოეწონებით ნამდვილი”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში. 

ნუკი კოშკელიშვილი 

ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის საქართველოში ცნობილი ტელესახეა, რომელიც არაერთხელ მოგვევლინა სხვადასხვა შოუსა თუ გადაცემის წამყვანის ამპლუაში. ნუკიმ მონაწილეობა რამდენიმე ფილმშიც მიიღო და ჰქონდა ფოტომოდელის კარიერაც. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული. 

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.