ელისაშვილმა “ოცნების” საარჩევნო კლიპში მონაწილე სახელოვანი სპორტსმენები მოღალატეებად გამოაცხადა – რა მიმართვა გამოაქვეყნა პოლიტიკოსმა?

“ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს, მაგრად ტეხავს“ – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილეობას გამოეხმაურა. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ისინი საქართველოს ღალატის მონაწილეები არიან.

„მოიცა და აი, მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატომ არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს. საქართველოს ღალატის მონაწილეები ხართ ტალახაძიან-ლოჩოშვილიანად, ეგ არ დაგავიწყდეთ „ჯიგრებო“! მაგ ჭუჭყს ვერასოდეს ჩამოირეცხავთ“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, კლიპში მონაწილეობენ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებიც – ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი.