პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძეს ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ მანქანა აჩუქა

პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ავტომანქანების იმპორტიორი კომპანია “მათე-მოტორსი”-ს დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ ავტომანქანა გადასცა. გარდა ამისა, ბარკალაიამ ოჯახის სახელით მას უსახსოვრა სამახსოვრო საჩუქრები: “კარტიე”-ს ფირმის სათვალე, მაისური მისი ინიციალებით და მაცხოვრის ხატი, რომელიც მისი ცნობით, ციხეში, ხელით არის დამზადებული.