ლოდებს შორის ჩავარდნილი ქალი 7 საათის განმავლობაში თავდაყირა ეკიდა – “მისი გადარჩენა სასწაულია, ავსტრალიელ მაშველებს მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ”

ავსტრალიაში ახალ­გაზ­რდა ქალი ორ ლოდს შო­რის ჩა­ვარ­და და თავ­და­ყი­რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­თე­ბი გა­ა­ტა­რა.

  • ლო­დებს შო­რის ქალი მას შემ­დეგ ჩა­ვარ­და, რაც ლაშ­ქრო­ბის დროს ტე­ლე­ფო­ნი გა­და­უ­ვარ­და და მის ამო­ღე­ბას ცდი­ლობ­და.

მე­დი­ის ცნო­ბით, ქალი, სა­ხე­ლად მა­ტილ­და კემ­პბე­ლი ლო­დებს შო­რის შვი­დი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი მთე­ლი ეს დრო მის გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ. ლო­დებს შო­რის ჩა­ვარ­დნი­ლი ქა­ლის გა­მოყ­ვა­ნა მარ­ტი­ვი არ იყო, სა­ჭი­რო იყო ლო­დე­ბის დაშ­ლა ისე რომ მა­ტილ­და უსაფრ­თხოდ გა­მო­ეყ­ვა­ნათ და გა­და­ერ­ჩი­ნათ.

“ჩემი რო­გორც მაშ­ვე­ლის,10-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვა არას­დროს მქო­ნია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და”, – ამ­ბობს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პი­ტერ უოტ­სი.

მაშ­ვე­ლე­ბის მის­ვლამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მის გა­მოყ­ვა­ნას მე­გობ­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

უოტ­სი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ, ნა­ნახ­მა და­აბ­ნი­ათ და ერ­თმა­ნეთს გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ უნდა ეხ­სნათ მა­ტილ­და გან­საც­დე­ლის­გან.

“ერ­თმა­ნეთს ვე­კი­თხე­ბო­დით, რო­გორ ვა­პი­რებთ მის გა­მოყ­ვა­ნას? და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ გა­დარ­ჩე­ნილს მხო­ლოდ მცი­რე ნა­კაწ­რე­ბი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აქვს”, – ამ­ბობს სას