- ტორტია – 6 ცალი
- ხორცის ფარში (საქონლისა და ღორის 50/50) – 400 გ
- კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი – 800 გ
- წვრილად დაჭრილი ხახვი – 1.5 თავი
- ყველი ჩედარი – 200 გ
- დაჭრილი ოხრახუში – 30 გ
- დანაყილი ნიორი – 3 კბილი
- შაქარი – 1 სკ
- ზეთი – 4 სკ
- მარილი
- დაფქული ჩილი
- მექსიკური სანელებელი
- მომზადების წესიტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი და მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავუმატოთ პამიდორი,შაქარი, მარილი და წიწაკა, ვშუშოთ 15 წუთი, სანამ ზედმეტი სითხე დაშრება. ბოლოს შევურიოთ ოხრახუში. პარალელურად მოვშუშოთ ხორცის ფარში ორი ს.კ. ზეთის დამატებით და შევურიოთ მექსიკური სანელებელი. საცხობ ფორმაში ჩავასხათ ნახევარი პამიდვრისმასა. ტორტიებზე გადავანაწილოთ ხორცის ფარში, მოვაყაროთ ცოტა ოხრახუში, ყველი და გადავახვიოთ. ფარშიანი ტორტიები მჭიდროდ ჩავაწყოთ ფორმაში. ზემოდანდავასხათ დანარჩენი პამიდვრის სოუსი, მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წთ.