უგემრიელესი მაკარონი ხორცით

  • მარილი და შავი წიწაკა
  • ოხრახუში
  • გახეხილი ყველი, შვეიცარული
  • ზეთი
  • ხახვი
  • საქონლის ფარში
  • მაკარონი

მომზადების წესი

1. მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, მოათავსეთ თუშფალანგზე და კარგად დაწურეთ.

2. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა, დააყარეთ ფარში და მოშუშეთ, თან შიგადაშიგ საჭყლეტით დასრისეთ და ურიეთ. დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მზად რომ იქნება, უყავით მარილი, შავი წიწაკა და თქვენთვის სასურველი სუნელები.

3. შეურიეთ ერთმანეთს მომზადებული ფარში, მაკარონი, გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში, გადაიტანეთ ცეცხლამძლე ჭურჭელში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!