ნინი შერმადინი პასუხობს კრიტიკოსს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უვლის თავს: „ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავ

ნინი შერმადინი „ტიკ-ტოკზე“ ეხმაურება ერთ-ერთ კომენტარს, რომელიც მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაიწერა: „რაღაც დაქალებულა, ან მოტეხილია. ამ დროს აქვს საშუალება, რომ კარგად გამოიყურებოდეს“.

ნინი ამ კომენტარს შემდეგნაირად პასუხობს:

„ძალიან კარგი რამეა ეს „ტიკ-ტოკი“. ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ დაგიწერონ, არსად ფიქრობენ, მოურიდებლად, შენც ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია პასუხი გასცე. გავბრაზდი? არა. ლოგიკურია, 36 წლის ვხდები დეკემბერში. ისე აღარ გამოვიყურები, როგორც 16 წლის ან 25 წლის ასაკში. გეთანხმებით, 2019 წლის ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩამომეწია ქუთუთოები, ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავიარე. პანდემიის დროს ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. მამის პანაშვიდზე ვერ ჩამოვედი, დედა ვერ ვნახე გარდაცვალებამდე, რადგან საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერს გავუძელი მედგრად, წელიწადნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც, დამერღვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია…

ახლა რაც შეეხება საშუალებას, თქვენ რა იცით, მე რისი საშუალება მაქვს. თუ უბრალოდ, ცნობილი რომ ვარ, ამიტომ გგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ან ამერიკაში რომ ვცხოვრობ? მეც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვარ, როგორც ყველა. არც სხეული გამიყიდია, არც სული გამიყიდია, არც ღირსება და არც მორალი ჩემი კეთილდღეობისთვის. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე სუფთად, ჩემი ნიჭიერებისა და შრომის ხარჯზე და ამით ძალიან ვამაყობ.

რაც შეეხება ფილერებსა და ბოტოქსებს, არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ბუნებრიობა და ბუნებრივად დაბერება არ „ტეხავს“.

ვფიქრობ, ასაკის კვალი ნორმალურიცაა. აწი დავბერდები, არ გავახალგაზრდავდები. თუ მოგწონვართ, როგორიც ვარ და მიმიღებთ, ძალიან გამიხარდება… გკოცნით ყველას, მიყვარხართ…“