„ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა, ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების დედა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც გოგონების დედა სოფიო ხარძილაძე წერს, გოგონები გამოფხიზლდნენ.

„მზის გოგონები

ნიაკომაც გაიღვიძა

თათულიც მოფხიზლდა

ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო,“ – აღნიშნავს სოფიო ხარშილაძე.

ცნობისთვის, შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, როცა გზაზე გადადიოდნენ.