ტაილანდში ტურისტები სასმლით მოიწამლნენ – გარდაცვლილია 6 ადამიანი

ტაილანდში, სასმლით ინტოქსიკაციით, კიდევ ერთი ტურისტი – 19 წლის ჰოლი ბოულზი გარდაიცვალა. იქამდე, ინტოქსიკაციამ მისი მეგობარი, ბიანკა ჯონსი იმსხვერპლა. მათ ტაილანდის დედაქალში, ლაოსში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში დალიეს. დაკავებულია დაწესებულების მენეჯერი.

ამავე ჰოსტელში სასმლის მიღების შემდეგ, გარდაიცვალა 20 წლამდე ასაკის ორი გოგო. ისინი დანიელი ტურისტები იყვნენ. ასევე, გარდაცვლილია ამერიკელი ტურისტი – 57 წლის კაცი.

თითქმის ორი კვირის წინ, ასევე სასმლით ინტოქსიკაცია გახდა კიდევ ერთი ტურისტის – 28 ბრიტანელი კაცის გარდაცვალების მიზეზი.

ჰოსტელის მენეჯერი სასმლით ინტოქსიკაციას გამორიცხავს. მისი თქმით, სტუმრებს უსაფრთხო სასმლით გაუმასპინძლდა.