მულტიმილიონერი 46 წლის ბრაიან ჯონსონი გლობალური მედიის ყურადღების ცენტრში თავისი უცნაური მისწრაფების გამო მოექცა – მამაკაცს დაბერების პროცესის შეჩერება სურს და ამისთვის უამრავ ქირურგიულ ოპერაციასაც მიმართავს.
ამისთვის ბრაიანი წელიწადში 2 მილიონ დოლარს ხარჯავს. მას Blueprint-ის სახელწოდების პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელსაც გულმოდგინედ მიჰყვება, რათა სასურველ მიზანს მიაღწიოს.
ცოტა ხნის წინ, მან ალერგიული რეაქციის შოკისმომგვრელი სურათები გამოაქვეყნა. შედეგი არასწორად ჩატარებულ ოპერაციას მოჰყვა – სახეში სხვა ადამიანის ცხიმის შეყვანას.
პროცედურამ კატასტროფულად ჩაიარა და ზედა სახის უკიდურესი შეშუპება გამოიწვია, ბრაიანმა დროებით მხედველობაც დაკარგა. მან გამოცდილება ინსტაგრამის 953 000 გამომწერს გაუზიარა და აღნიშნა, რომ რეაქცია მკურნალობიდან 30 წუთში დაიწყო.
უცნაური ოპერაციები ბრაიანისთვის ახალი არაა – გასულ წელს მას17 წლის ვაჟის სისხლი გადაუსხეს, ის ხშირად მიმართავს კოსმეტოლოგებსაც და სხვადასხვა პროცედურებს იკეთებს სახესა და ყელზე. ცოტა ხნის წინ კი ასევე განაცხადა, რომ ცდილობს ერექციული დისფუნქციის ნიშნებს დარტყმის ტალღის თერაპიის გამოყენებით ებრძოლოს. ამბობს, რომ ყოველდღიურად იღებს ასამდე დანამატს, ჭამს 70 ფუნტი ბოსტნეულის პიურეს თვეში.
მისი უახლესი პროცედურა მოიცავდა ცხიმის უჯრედების ამოღებას სხეულის ნაწილებიდან, როგორიცაა ბარძაყები და მუცელი, და მათ სახის კანში შეყვანას. ჯონსმა აღიარა, რომ პროცედურისთვის საკმარისი ცხიმი არ ჰქონდა, რის გამოც დონორის გამოყენება გახდა საჭირო.