რატომ წავიდა ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში – პოლიტიკოსი გავრცელებულ ჭორებს პასუხობს: “მჭირდებოდა ეს 2-3 თვე…”

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამე­რი­კა­შია. პო­ლი­ტი­კო­სი ფო­ტო­ებს შტა­ტე­ბი­დან ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე აქ­ვეყ­ნებს. ენმ-ს ყო­ფი­ლი თავ­ჯდო­მა­რის შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, გაჩ­ნდა კი­თხვა, რა­ტომ და­ტო­ვა პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლო. ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ხა­ბე­იშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იქ პო­ლი­ტი­კო­სის ძმა ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ათწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, ხა­ბე­იშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის დროს ნახა.

ხა­ბე­იშ­ვილს ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ვკი­თხეთ, რა მიზ­ნით გა­ემ­გზავ­რა, ასე­ვე და­ვუს­ვით კი­თხვა ჭო­რებ­ზე, ხომ არ აპი­რებ­და პო­ლი­ტი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში გა­დას­ვლას.

ვფიქ­რობ, იმა­ზე გა­სა­გე­ბად რაც სა­ჯა­როდ და ღიად ვი­სა­უბ­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ახ­სნა. ივ­ნის­ში ვთქვი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გამო მჭირ­დე­ბო­და მი­ნი­მუმ ორი თვე, რომ რის­კე­ბი და­ვა­ზღვიო და რის გამო მი­წევს ამის ახ­სნა.

აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი პრო­ცე­სებ­ში ( რო­გორც ენმ-ს პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე) და სწო­რედ ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და ეს 2-3 თვე რომ აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ­ცერ­თი წამი არ დავ­კარ­გო.

– ლე­ვან, ვი­ცით, რომ თქვე­ნი ძმა წლე­ბია მანდ ცხოვ­რობს, თით­ქოს ამი­ტომ სა­უბ­რობ­დნენ რომ მას­თან გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად.

– რა უხერ­ხუ­ლია, ამის შემ­დეგ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ამა­ზე ვი­სა­უბ­რო.

ასე და­ას­რუ­ლა სა­უ­ბა­რი ჩვენ­თან ხა­ბე­იშ­ვილ­მა და მა­ი­სის აქ­ცი­ე­ბის დროს ხა­ბე­იშ­ვილ­მა სას­ტი­კად ცე­მის კად­რი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1 მა­ისს, აქ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სას­ტი­კად სცე­მეს. მა­შინ ჯერ კი­დევ ენმ-ს თავ­ჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებ­და.

8 ივ­ნისს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. იგი ამ პო­ზი­ცი­ა­ზე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეც­ვა­ლა.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რედ 2023 წლის 30 იან­ვარს აირ­ჩი­ეს. მან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიკა მე­ლია შეც­ვა­ლა.

ივ­ლის­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ენმ-მ პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აირ­ჩია.