სერფერის ფეხი წყალმა გამორიყა” – 23 წლის ბიჭს 3 მეტრიანი ზვიგენი თავს დაესხა: უმძიმესი შემთხვევა ავსტრალიაში

ავსტრალიაში ზვი­გე­ნის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, სა­ნა­პი­რო­ზე სერ­ფე­რის ფეხი გა­მო­ი­რი­ყა. 23 წლის კაი მა­კ­კენ­ზის სამ­შა­ბათს 3 მეტ­რი­ან დიდი თეთ­რი ზვი­გე­ნი და­ეს­ხა თავს. კაი თავ­დას­ხმას გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ფეხი და­კარ­გა.

მა­კ­კენ­ზი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ინ­ცი­დენ­ტი­დან მა­ლე­ვე. ექი­მე­ბი ოპე­რა­ცი­ის ვა­რი­ან­ტებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ლა­პა­რა­კია იმა­ზეც, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ არა ფე­ხის მი­კე­რე­ბა.

მა­მა­კა­ცი ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. კაის გა­დარ­ჩე­ნა პო­ლი­ცი­ელ­მა მო­ა­ხერ­ხა, რო­მელ­მა ზვი­გენს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

კაი მა­კ­კენ­ზის სერ­ფინ­გის დაფა თავ­დას­ხმის შემ­დეგ

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­კენ­ზი გა­მოც­დი­ლი სერ­ფე­რია, თუმ­ცა ცოტა ხნის წინ კის­რის ტრავ­მის გამო სპორ­ტს ჩა­მო­შორ­და. მის და­სახ­მა­რებ­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი GoFundMe შე­იქ­ნა, რო­მე­ლიც ოჯახს სა­მე­დი­ცი­ნო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­რი­ცხულ­მა თან­ხამ $75,000 შე­ად­გი­ნა.