ერთა ლიგის” ფარგლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ – 1-1 დასრულდა. თამაშის ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა და ჩვენი გუნდი მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა.
მატჩის შემდეგ კი ამ მომენტზე ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა კომენტარი
- “მამარდა თავის სტილშია. ისეთი არაფერი მომხდარა, რაც აქამდეც არ გვინახავს. გავჩერდი და მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გამოჩნდა გმირი“, – ამბობს კვარაცხელია.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, პირველი ტაიმი ქართველების შეტევით დაიწყო. ჯერ ბუდუ ზივზივაძის დარტყმული მოიგერია მცველმა, შემდეგ კი “კვარას” საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი გაჭირვებით მოიგერია მეკარემ. სამწუხაროდ, ამ შეტევების შემდეგ გოლი ჩვენს კარში გავიდა. სწრაფი კონტრშეტევისას, მე-7 წუთზე, მუდრიკის ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის მოგერიება კვირკველიამ სცადა, თუმცა ბურთი მამარდაშვილის კარის ბადეში გაეხვა.
მთელი ტაიმის განმავლობაში ქართველები უტევდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმო.
ეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო – გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შევიდა და პირველივე წუთზე, “კვარას” კარგი თამაშისა და პასის შემდეგ, გოლამდე ზურიკოს სულ ცოტა დააკლდა. 23-ე წუთზე კი უკვე კვარაცხელიას შორეული, ულამაზესი დარტყმის შემდეგ უკრაინელთა კარი ხარიხამ იხსნა. გოლის გატანის შანსი უკრაინელებსაც ჰქონდათ, თუმცა მამარდაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა. 67-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში სამმაგი ცვლილება მოხდა ზივზივაძის, შენგელიასა და კვირკველიას ნაცვლად, მიქაუტაძე, გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი გამოვიდნენ.
ამის შემდეგ ჩვენების თამაში გაცილებით სწრაფი და აქტიური გახდა, რაც ლოგიკურად დასრულდა 76 წუთზე უკრაინელთა კარში გატანილი გოლით.
- .ქოჩორაშვილის კარგი თამაშის შემდეგ, მისი თავური დარტყმა მეტოქემ მოიგერია, რის მერეც ბურთთან მიქაუტაძე გაჩნდა და გოლიც გაიტანა.
თამაშის მიწურულს, დამატებით დროში უკრაინელებმა სახიფათოდ შეუტიეს მამარდაშვილს კარს, მაგრამ ჩვენი მეკარის ზუსტი და თავგანწირული თამაშის შედეგად გოლს გადავრჩით. გიორგი ზედიზედ, ახლოდან დარტყმული ბურთები მოიგერია.