კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი “ფეისბუქში” აზიარებს ვიდეოს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უკრაინასთან მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის გმირული თამაშის შესახებ საუბრობს. წულუკიანი “კვარას” შესახებ აკეთებს აქცენტს ადა აღნიშნავს, რომ ხვიჩას “თანაგუნდელის შექება არასდროს ავიწყდება”
- “ეს ბიჭი რომ კარგი ქართველი კაცია და თან ვარსკვლავია, იცის ყველამ, მაგრამ მე მუდამ იმას ვაკვირდები, რომ გუნდის წევრის შექება არასოდეს გამორჩება და საერთო წარმატებაში თანამებრძოლის როლის აღნიშვნა. აფერუმ მის მშობელს”, – წერს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, უკრაინასთან თამაშის ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა და ჩვენი გუნდი მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა.
მამარდა თავის სტილშია. ისეთი არაფერი მომხდარა, რაც აქამდეც არ გვინახავს. გავჩერდი და მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გამოჩნდა გმირი“, – თქვა კვარაცხელიამ “მამარდას” შესახებ. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.