საუკეთესო ცომი იმერულისთვის, ლობიანისთვის თუ აჭარული ხაჭაპურისთვის ბევრს აინტერესებს. ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს თავის კულინარულ ოსტატობას. ამჯერად სწორეს ცომის მისეული ვარიანტი შესთავაზა.
„ცომი, რომლითაც ვაკეთებ, იმერულს, აჭარულს, მეგრულს, ლობიანს – ეს არის ცომი, რომლითაც მე ვმუშაობ. ამჯერად გავაკეთებ 3 კილოგრამი ფქვილით. არავითარი კვერცხი და პლედი. ვაკრავთ მხოლოდ სამზარეულოს ცელოფანს.“ – ამბობს მზარეული.
დაგჭირდებათ:
- ფქვილი 3 კილოგრამი
- ზეთი 60 გრამი
- წყალი 1,300 ლიტრი
- მარილი 2 სუფრის კოვზი
- მშრალი საფუარი 1 სუფრის კოვზი (მაქსიმუმ, 8 გრამი)
“მოვზილოთ ცომი და ბოლოს შევაზილოთ ზეთი.მოგეჩვენებათ, რომ მაგარია, მაგრამ ასე არ არის, ძალიან დარბილდება. ცომს არ ვფუთავთ, ვაკრავთ მხოლოს სამზარეულოს ცელოფანს,“ – ამბობს მზარეული.