U21 ევროპაზე მიდის: ბიჭი, რომელიც ჩვენი გამარჯვების ბურჯად იქცა – რა არის ცნობილი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე: “მეკარეობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი”

ევროპის ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის პლეი-ოფის სა­პა­სუ­ხო მატჩში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გას­ვლა­ზე ხორ­ვა­ტია პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა და ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა.

მატ­ჩის გმი­რად იქცა ნაკ­რე­ბი­სა და ბა­თუ­მის “დი­ნა­მოს“ მე­კა­რე ლუკა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში, ჯერ პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის ბოლო დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია, შემ­დეგ კი კი­დევ ერთი ბურ­თის აღე­ბით ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

რო­გორ უკვე ვთქვით, ლუკა ბა­თუ­მის “დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობს.

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი 2003 წლის 11 იან­ვარს და­ი­ბა­და.

მისი სი­მაღ­ლე 190 სან­ტი­მეტ­რია და ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში აქვს ნა­თა­მა­შე­ბი.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი “ნორჩ დი­ნა­მო­ელ­ში“ გა­დად­გა, სა­დაც 6 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მშობ­ლებ­მა ფეხ­ბურ­თი თა­მა­შიც ნიჭი ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ამ­ჩნი­ეს და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყვეს ხელი. მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გოჩა ხი­ტი­რი იყო, რო­მელ­საც დღემ­დე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს.

რო­გორც მე­კა­რე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ისიც ამ პო­ზი­ცი­ა­ზე სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობ­და. მარ­ცხე­ნა მცვე­ლი იყო და ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონ­და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­ში, თუმ­ცა ერთხელ მე­კა­რე შე­უძ­ლოდ გახ­და და ლუ­კას მო­უ­წია კარ­ში ჩად­გო­მა, ჰოდა, მა­შინ აღ­მოჩ­ნდა თურ­მე მე­კა­რის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი – სის­წრა­ფე, ნახ­ტო­მი და ინ­ტუ­ი­ცია ჰქონ­და, რაც ხორ­ვა­ტი­ას­თან მატჩში კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა.

.

  • რა ხდე­ბო­და ხორ­ვა­ტია-სა­ქარ­თვე­ლოს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში?

შინ შეხ­ვედ­რა ჩვენს გუნდს 1:0 ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი.

მას­პინ­ძლე­ბი თა­ვი­დან­ვე და­ე­უფლნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას და დე­ბი­უ­ტში­ვე და­წი­ნა­ურ­დნენ, რო­დე­საც საყ­რდენ ზო­ნა­ში ბურ­თი გაგ­ნი­ძეს აარ­თვეს და პი­რის­პირ გა­სულ­მა ბე­ლი­ომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის კარი და­ლაშ­ქრა. სტუმ­რებს მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე გა­დას­ვლა უჭირ­დათ, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვი­სას გაგ­ნი­ძემ შო­რი­დან ულა­მა­ზე­სი გოლი გა­ი­ტა­ნა. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­მა­ში გა­თა­ნაბრდა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 1:1 დას­რულ­და.63-ე წუთ­ზე სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში მე­ტო­ქის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ო. მა­მა­გე­იშ­ვილს ხელ­ზე მოხ­ვდა და ბე­ლი­ომ.

პე­ნალ­ტით ხორ­ვა­ტე­ბი ისევ წინ გა­იყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ მას­პინ­ძლებ­მა ჩვენს გუნ­დზე ზე­წო­ლა გა­აძ­ლი­ე­რეს, შეც­ვლა­ზე შე­სუ­ლი სტო­ი­კო­ვი­ჩის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ზედ კა­რის ხა­ზი­დან უგ­რე­ხე­ლი­ძემ გა­მო­ი­ტა­ნა. მერე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იე­რი­შებ­ზე გა­და­ვი­და, აზა­როვ­მა სა­ჯა­რი­მო­დან ლო­მი­ნა­ძეს პასი გა­უ­კე­თა და მან თა­ნა­ფარ­დო­ბა აღად­გი­ნა. ცოტა ხან­ში კვერ­ნა­ძის კარგ დრიბ­ლინგს შე­დე­გი არ მოჰ­ყვა. ხორ­ვა­ტებ­მა კი კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში გაგ­ვი­ტა­ნეს და ძი­რი­თა­დი დრო 3:2 დას­რულ­და.

ექ­სტრა ტა­ი­მებ­ში ან­გა­რი­ში არ შე­იც­ვა­ლა, ხოლო პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში ხა­რა­ტიშ­ვილ­მა ორი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა – 7:6.

  • რა თქვა ლუ­კამ მატ­ჩის შემ­დეგ?

“უბედ­ნი­ე­რე­სი დღეა ყვე­ლას­თვის, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი დავ­დეთ, გა­ვე­დით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ემო­ცი­ე­ბით აღ­სავ­სე ვართ მთე­ლი გუნ­დი. და­სა­ნა­ნი გოლი მი­ვი­ღეთ ბოლო წუ­თას, როცა შეგ­ვეძ­ლო პენლ­ტე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­გო, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. მად­ლო­ბა ჩვენს ქო­მა­გებს, რომ­ლე­ბიც დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევ­დნენ”.