სამყარო გადაირია – მიდი, ხვიჩა “ბიჩო”, გაექეცი დე ლაურენტისს” – რუსები კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლაზე

დღეს “გაძეტა დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროს შეიძინოს. ეს სიახლე sports.ru-მ გამოაქვეყნა და დიდი რეზონანსის გამოიწვია. აი, რას წერენ რუსი გულშემატკივრები კომენტარებში, რომელთა ნაწილი შესაძლო ტრანსფერს ობიექტურად აფასებს, ნაწილი კი – პირიქით, ზიზღით, შურითა და ირონიით.

– პსჟ-ში საფონოვსა და ხვიჩას ველით.

– შეიხების სურვილი მაკრონის ცხვირწინ რუსეთის პრემიერლიგის დესანტის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ირონიულია.

– ხვიჩას თამაშით მთელი აღფრთოვანების მიუხედავად, მას მბაპემდე ბევრი უკლია.

– მბაპეს შეცვლა ყველას გაუჭირდება.

– ქართველის ჰეიტერი არ ვარ, მაგრამ

ძალიან გაპიარებულია. ზედმეტად სწორხაზოვანია და ტექნიკურადაც არაა ტოპი.

– პასუხი: კიკნაძე (ლოკომოტივის ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელმაც კვარაცხელია გუნდში არ დიტოვა), ეს შენ ხარ?

– მადლობა “გენიალურ” ხელმძღვანელ კიკნაძეს, კიდევ ერთხელ.

– ბათუმიდან პსჟ-მდე ორ წელიწადში 100 მილიონი, სამყარო გადაირია.

– პსჟ-ს კარგად პროგრესირებადი ბარკოლა ჰყავს, რაში სჭირდება ხვიჩა?

– იმისათვის: 1. ბარკოლა პროგრესირებს, მაგრამ საჭიროა აქ და ახლავე მზა მოთამაშე. 2.არის ასეთი რამ, რასაც როტაცია ჰქვია.

– ბარკოლა “ნაპოლიში” რომაა ლინდსტრიომი, თამაშით იმის ტყუპისცალია.

– თუ მართლაც უნდათ პარიზში მისი ნახვა, თავისუფლად გადაუხდიან 15-16 მილიონს. მბაპეს წასვლის შემდეგ სახელფასო განაკვეთიდან 40 მილიონი გამოუნთავისუფლდათ.

– “ნაპოლისთვის” 120 მილიონად მისი გაყიდვა გრანდიოზული წარმატება იქნება.

– თუ არ ვცდები, რუსეთის პრემიერლიგის არცერთი ფეხბურთელი ასე ძვირი არ ღირდა.

– ბარკოლა ხვიჩაზე ნაკლები არაფრითაა. “ნაპოლიმ” სასწრაფოდ უნდა გაყიდოს, რადგან ამხელა ფულს არავინ შესთავაზებს.

– ხვიჩა ჩინებულად აწოდებს ბურთს საჯარიმოში, კარგად ურტყამს, ახლახან საჯარიმოდან მაგარი ჩააჭედა კარში. იქ სულელები კი არ არიან, აკვირდებიან. ასე ტყუილუბრალოდ “ბარსაში” და პსჟ-ში არ გიხმობენ.

– მბაპეს შემცვლელი ტიუკავინი იქნება).

– 100 მილიონი ნამეტანია. გაუშვი “ნაპოლი”. “კვარა” – მიდი ბიჩო.

– რუსეთის მეორე ლიგის მოთამაშის კვალობაზე ურიგო შეთავაზება არაა.

– სიგიჟე იქნება, თუ დე ლაურენტისი ასეთი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის, თუმცა მას ამის გაკეთება შეუძლია.

– ამ მომენტში მბაპე ფიზიკურად უფრო ძლიერი და სწრაფია, მაგრამ ხვიჩა როგორც ფეხბურთელი, უფრო სიმპათიურია. ესთეტიკური და ტექნიკურია.

– უნდა ივაჭრონ, თუნდაც 120 მილიონზე.

– “ნაპოლიდან” ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიქცეს.

– დე ლაურენტისისგან ვერ გაიქცევი.

– დაე წავიდეს ეგ მოღალატე, აქ სეზონი ჩააგდო, ტონობით მომენტები ვერ გამოიყენა.

– რა პსჟ, ხვიჩამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უნდა იყაროს კენჭი.

– გოლოვინი და მირანჩუკიც წაიყვანეთ და შეიძლება სანია კოკორინმაც გაქაჩოს.

– გასულ წელს ამდენი ღირდა, ახლა კი – არა.

– ინგლისში წავიდეს, ჩემთვის მათი სიძულვილი უფრო ადვილია.

– გუნდში, რომელიც კრიზისში ჩაეფლო, ორი მწვრთნელი გამოიცვალა, ხვიჩამ ამ სეზონში ნორმალური შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენჯერ წააქციეს და რამდენი პენალტი დაინიშნა, სავსებით ოპტიმისტური სურათი გამოიკვეთება.

– 20 შედეგიანი მოქმედება აქვს – 11+9.