დრონი პირდაპირ ლევანს დაეცა…. სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე შევხედე, მისი ღიმილიანი სახე არ დამავიწყდება” – რას ჰყვებიან ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

რუსეთის სა­ო­კუ­პა­ციო ომს უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი შე­ე­წი­რა, 24 წლის ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი 19 ნო­ემ­ბერს, ხერ­სო­ნის ოლ­ქში, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ი­ღუ­პა.

  • რო­გორც მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­თა­უ­რი, ალექ­სან­დრე რო­გა­ვა ამ­ბობს, ლე­ვანს ე.წ. ხელ­ნა­კე­თი დრო­ნი და­ე­ჯა­ხა. ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი ოდე­სის 126-ე ბრი­გა­დის, 220-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­სა­მე ასე­უ­ლის წევ­რი იყო.

ეს ჯგუ­ფი ძი­რი­თა­დად მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. რო­გორც მისი მე­თა­უ­რი ამ­ბობს, ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში 2022 წლის 29 მარტს ჩა­ვი­და. უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლამ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლი იყო, თუმ­ცა, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი გავ­ლი­ლი ჰქონ­და. ერ­თწ­ლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ცოტა ხნით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა, 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა.

ალექ­სან­დრე რო­გა­ვა:

– ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ მოხ­და. ერ­თად ვას­რუ­ლებ­დით დაზ­ვერ­ვა-ყუ­რე­ბა-პო­ზი­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­მუ­შა­ოს. ერთი სა­ა­თი ვი­მუ­შა­ვეთ და მა­ლე­ვე დრო­ნის ხმა გა­ვი­გეთ… სულ ოთხნი ვი­ყა­ვით, რა­ღაც მო­მენ­ტში ლე­ვანს შევ­ხე­დე, მისი თვა­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე. ეს გა­მო­ხედ­ვა კი­დევ მისი ღი­მი­ლი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ჩემი უმ­ცრო­სი ძმა იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. დრო­ნი პირ­და­პირ ლე­ვანს და­ე­ცა. კი­დევ ერთ მებ­რძოლს ნამ­სხვრე­ვი მოხ­ვდა და და­იჭ­რა, ერ­თმა კონ­ტუ­ზია მი­ი­ღო. ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გია ჩვენ­თვის კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი იყო.

მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და გავ­ლი­ლი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან კარ­გი მომ­ზა­დე­ბა მი­ი­ღო. სა­ოც­რად მოქ­ნი­ლი იყო, სა­ვარ­ჯი­შო პო­ლი­გონ­ზე ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას ხუ­თი­ან­ზე ას­რუ­ლებ­და. ბრძო­ლის ველ­ზეც არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ჩი­ნა თავი. იმ­დენ­ჯერ ჩა­მო­აგ­დო დრო­ნი, ბო­ლოს ვე­ხუმ­რე­ბო­დი, ცოტა ხან­ში ჩი­ტებ­ზე ნა­დი­რო­ბა­ზე გა­დახ­ვალთქო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო, სულ პო­ლი­გონ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ იწევ­და. ჰქონ­და თუ არა და­ვა­ლე­ბა, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით, ხა­ლი­სით აკე­თებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს წი­ნას­წარ გრძნობს და ამ დროს სევ­დი­ა­ნი­აო. ლე­ვა­ნი სევ­დი­ა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე მის თვა­ლებ­ში სი­ნათ­ლის სხი­ვი იდგა.

ალექ­სან­დრე რო­გა­ვა და ლე­ვან ლო­ხიშ­ვი­ლი

– ლე­ვა­ნი რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­ცა­ნით?

– ლე­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­ვი­ცა­ნი. იქ ჩა­მო­ვარ­თვით ერ­თმა­ნეთს ხელი და მას შემ­დეგ ერ­თად მოვ­დი­ვართ. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე 30 წლის მე­გო­ნა, მაგ­რამ მა­ინც ვკი­თხე ასა­კი, – უხერ­ხუ­ლად გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემს ასაკ­სო? მერე კი­დევ ვკი­თხე რამ­დენ­ჯერ­მე, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი თა­ვით არ მე­უბ­ნე­ბო­და. ერთ დღეს სა­ლონ­ში წა­ვე­დით. და­ლაქს ვუ­თხა­რი, რომ წვე­რი მოკ­ლედ შე­ჭე­რით­ქო. და­ლაქს ზედ­მე­ტად მოკ­ლედ მო­უ­ვი­და შეჭ­რა. შევ­ხე­დე ლე­ვანს და ვუ­თხა­რი, შენ 18 წლის ხარ, მეტი არ იქ­ნე­ბით­ქო. მხო­ლოდ მა­შინ მი­თხრა, რომ 21 წლის იყო.

ლე­ვა­ნი ცნო­ბი­ლი “ინფლუ­ენ­სე­რის” თა­მაზ ლო­ხიშ­ვი­ლის ძმა იყო

– მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, სა­ცო­ლე თუ ჰყავ­და?

– მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, უკ­რა­ი­ნა­ში კარ­გი გოგო უნდა გა­გაც­ნოთ­ქო. არაო, თავს იგი­ჟებ­და, მე ცო­ლად მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი გოგო უნდა მო­ვიყ­ვა­ნო, ჩემი შვი­ლე­ბი ქარ­თველ­მა დე­დამ უნდა გა­ზარ­დო­სო. პატ­რი­ო­ტი იყო. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს იხ­სე­ნებ­და ხში­რად. ამ­ბობ­და, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა დაგ­ვჩაგ­რეს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა დიდი და შან­სი მაქვს, რომ მტრის და­მარ­ცხე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოო. მისი ოც­ნე­ბა იყო, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ ბი­ჭებს ერთი და­ნა­ყო­ფი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და აფხა­ზე­თი გა­მოგ­ვეხ­სნა რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან. არც თა­ვად ის­ვე­ნებ­და და არც ჩვენ გვას­ვე­ნებ­და, სულ გეგ­მებს აწყობ­და, თა­ვა­დაც ხომ სულ ვარ­ჯი­შობ­და და ჩვენც იმას გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ კარ­გად უნდა მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით რუ­სე­ბის მიერ წარ­თმე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ერ­თად უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით აფხა­ზეთ­ში, ახლა კი მისი ცხედ­რის ჩა­მოს­ვე­ნე­ბა მი­წევს თბი­ლის­ში. ორ­შა­ბათს ექ­ვსის ნა­ხე­ვარ­ზე თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბით. ბრძო­ლის ვე­ლი­და­ნაც ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ჩემი უმ­ცრო­სი ძმა.

– იმ პო­ზი­ცი­ა­ზე რა ხდე­ბა ახლა, სა­დაც ლე­ვა­ნი და­ი­ღუ­პა?

– ის პო­ზი­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, გა­მაგ­რე­ბუ­ლია და სა­ჯა­რო პი­რო­ბას ვდებ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ. მე წარ­მო­შო­ბით აფხა­ზე­თი­დან ვარ, ჩემი მი­ზა­ნი ისე­დაც იყო ჩემი სახ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა, ახლა კი ლე­ვა­ნის და იმ ბი­ჭე­ბის სა­ხე­ლი­თაც უნდა ვიბ­რძო­ლო, რომ­ლე­ბიც გმი­რუ­ლად და­ეც­ნენ, ოკუ­პან­ტი რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

– თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, ფრონ­ტის ხაზ­ზე სი­ტუ­ა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

– კი , სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, არა არ­სე­ბობს დღე რომ ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ დაგ­ვეჭ­რას, მაგ­რამ ეს არ გვა­ში­ნებს, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვართ, შე­მარ­თე­ბით ვართ და ასე ვიქ­ნე­ბით, სა­ნამ გა­მარ­ჯვე­ბას არ მო­ვი­პო­ვებთ, ან ბრძო­ლის ველ­ზე არ და­ვე­ცე­მით.