სამი შვილის დედა იყო. ღამეებს აბამდა, ისე მუშაობდა შვილებისთვის” – რას ჰყვება შვილის მიერ მოკლული ქალის მეგობარი?

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, საბურთალოზე. ახალგაზრდამ დედა მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავაა, რომელსაც ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

“უკეთილშობილესი გოგო იყო, შოკში ვარ. სამი შვილის დედა იყო. ღამეებს აბამდა ისე მუშაობდა მისი შვილებისთვის. საოცარი, თბილი, მოსიყვარულე გულიანი გოგო იყო. არ ვიცი რა ვთქვა, შოკი მაქვს სრული, ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ძალიან მაგარი ადამიანი. ღმერთო არ ვიცი რა ვთქვა, სიცოცხლით სავსე ნინიკო აღარ გვყავს. როგორ გული მტკივა. ვიდეო, რომელიც გაავრცელა შვილმა იქიდანაც ჩანს, რომ ავად არის. აბა კარგად მყოფი ამას როგორ იზამდა. მე მაგ ბავშვს არ ვიცნობ და არაფრის თქმა არ შემიძლია. რაც ვიდეოში ვნახე უმძიმესია, ხელები აქვს სისხლიანი, აშკარად ჩანს კადრებში. როგორც ვიცი, ცივი იარაღით ჰყავს მოკლული. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. ზუსტად რა მოხდა და რა ვითარებაში, არ ვიცი. უმძიმესია რაც მოხდა, სიტყვები არ მაქვს, სამწუხაროა, თურმე ასეც ხდება”, ამბობს ჩვენთან საუბარში ნინო ხოჭოლავას მეგობარი.