23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ წყვილს ვაჟი შეეძინა

ზესტაფონში წყვილს 23 წლის ლო­დი­ნის შემ­დეგ ბიჭი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რა დაჩი გრძე­ლი­ძე კლი­ნი­კა “ფე­რო­მედ­ში” და­ი­ბა­და. ახალ­შო­ბი­ლი და დედა თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნია „არ­გომ” გა­ავ­რცე­ლა.

დაჩი გრძე­ლი­ძის მშობ­ლე­ბის ლო­დი­ნი და­ას­რუ­ლა. დე­დამ ბავ­შვის შე­ძე­ნამ­დე ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა ამად ნამ­დვი­ლად ღირ­და. დაჩი მის ცხოვ­რე­ბას ახლა სრუ­ლი­ად ცვლის:

“ეს ყო­ფი­ლა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა… ბრძო­ლას ყო­ველ­თვის ჰქო­ნია აზრი. ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით ეს შე­დე­გი გვაქვს და მი­ვიყ­ვა­ნეთ ჩვე­ნი ბრძო­ლა ბო­ლომ­დე“ – აღ­ნიშ­ნავს თეა ბირ­ბი­ჩა­ძე.

AMBEBI.GE-ს კოტე ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ესა­უბ­რა:

23 წლის უშ­ვი­ლო წყვი­ლი იყო, – ქალ­ბა­ტო­ნი 41 წლის და მე­უღ­ლე – 56 – წლის. ჩვენ დავ­გეგ­მეთ ორ­სუ­ლო­ბა, გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია ნინო მუ­სე­რი­ძე. მოხ­და კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­და­ტა­ნა. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნეთ, თუმ­ცა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ქალ­ბა­ტონს და­ე­წყო მა­ღა­ლი წნე­ვე­ბი, ამი­ტომ სა­კე­ის­რო კვე­თა 36 კვი­რა­ზე გა­კეთ­და. მა­ნა­მე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მო­ვამ­ზა­დეთ, რომ ახალ­შო­ბი­ლი ჯან­მრთე­ლი, ჯან­სა­ღი ყო­ფი­ლი­ყო.

და ასე, 19 ნო­ემ­ბერს სამ­ყა­როს დაჩი გრძე­ლი­ძე მო­ევ­ლი­ნა, რო­მე­ლიც 2 კილო და 500 გრა­მი და 48 სან­ტი­მეტ­რია. ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. მად­ლო­ბა ნინო მუ­სე­რი­ძეს და თა­მარ მა­ღუ­ლა­რი­ას, რომ­ლებ­მაც ეს ორ­სუ­ლო­ბა ბრწყინ­ვა­ლედ გა­და­ი­ტა­ნეს. ამ ფაქ­ტით მთე­ლი ზეს­ტა­ფო­ნი გა­ხა­რე­ბუ­ლია, თა­ვად მშობ­ლე­ბი (თეა ბირ­ბი­ჩა­ძე და გოჩა გრძე­ლი­ძე) – უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი არი­ან. ბედ­ნი­ე­რე­ბა­საც გა­აჩ­ნია, 23 წელი შვილს რომ ელო­დე­ბი და ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო რამ რომ მოხ­დე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში… სა­ო­ცა­რი იყო დე­დი­სა და ბავ­შვის კონ­ტაქ­ტის ხილ­ვა – ეს უზო­მო სი­ხა­რუ­ლია 23 წლის შემ­დეგ. მინ­და, რომ ასე­თი სი­ცო­ცხლე­ე­ბის მოვ­ლე­ნა ხში­რი იყოს ჩემს ქა­ლაქ­ში