აშშ-ის ისტორიაში მესამედ, ადამიანი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს – რა თქვა სიკვდილით დასჯამდე 50 წლის კაცმა

ალაბამას შტატში, აშშ-ის ისტორიაში მესამედ, ადამიანი აზოტის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

50 წლის კერი დეილ გრეისონი მკვლელობის ბრალდებით 1994 წელს გაასამართლეს.

მედიის ცნობით, გრეისონს სიკვდილით დასჯა “ავტო სტოპით” მოგზაური ვიკი დებლიერის გატაცებისა და მკვლელობისთვის მიუსაჯეს.

დანაშაულის ჩადენის მომენტში, ის 19 წლის იყო, მისი სამი თანამზრახველი კი არასრულწლოვნები იყვნენ. სასამართლომ მათ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

სიკვდილით დასჯამდე, გრეისონმა განაცხადა, რომ 30 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და იმედი გამოთქვა, რომ მის პატიებას შეძლებენ.

აშშ-ში სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი შეშფოთებას იწვევს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რომ სუფთა აზოტის გამოყენებით, სიკვდილით დასჯა ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესია.