ინსაიდერების თქმით, შონ დიდი კომბსმა თავის გუნდთან ერთად წვეულებისთვის ვილა $25,000-ად დაიქირავა, ყველა საძინებლის კარზე საკეტების დაყენება და გასაღებების მისთვის გადაცემა მოითხოვა.
ახალი ვიდეო კადრები, რომლის მფლობელიც 54 წლის ჯეისონ ჰაიტია, აჩვენებს, როგორ ჭამდნენ სუშის შიშველი ქალის სხეულიდან დიდის წვეულებაზე სტუმრები. ვიდეო პარიზულ სასახლეში, ლას-ვეგასში, 2014 წელსაა გადაღებული.
ჯეისონი 15,000 კვადრატულ ფუტიან ვილაში 2005-დან 2017 წლამდე რეზიდენტ მენეჯერად მუშაობდა.
მან ვიდეო მასალა დაამონტაჟა, მისი ბიზნეს პარტნიორი კი ღონისძიების გადასაღებად იყო დაქირავებული.
ჯეისონი ამბობს, რომ 2014 წლის აპრილში მას დიდის პირადი ასისტენტი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვილის დაქირავება რეპერ მიკ მილსის დაბადების დღის წვეულებისთვის სურდა.
მისივე თქმით, დიდის გუნდმა რეპერის სახელით საძინებლების კარებზე ორმხრივი საკეტების დაყენება მოითხოვა. კარები სტუმრების მოსვლამდე გაუღებელი უნდა დაეტოვებინათ, ორი კომპლექტი გასაღები კი დიდის უნდა გადასცემოდა.
- წვეულება 2014 წლის 3 მაისს გაიმართა. ჯეისონის თქმით, “ყვაოდა” კოკაინის მოხმარება, გატეხილი ბოთლები და პრეზერვატივის შეფუთვები იყო მთელს ტერიტორიაზე მიმოფანტული.
უძრავი ქონების მენეჯერმა ლას-ვეგასიდან, ჯეისონმა, აღნიშნა: “მისი პირადი ასისტენტები ტელეფონით დამიკავშირდნენ. ბატონ კომბსს ქონების ქირაობა 2014 წლის 3 მაისს სურდა, რათა რეპერ მიკ მილსისთვის დაბადების დღის წვეულება გაემართა. მათ მოითხოვეს, რომ ყველა შიდა საძინებლის კარის საკეტი ახლიდან უნდა შეგვეკვეთა, უსაფრთხოების მიზნებისთვის ისინი მათ მოსვლამდე გაუხსნელი უნდა დაგვეტოვებინა, რადგან მათ მონტაჟის ზედამხედველობა დასჭირდებოდათ. ორივე გასაღები უნდა გადასცემოდა პირადად ბატონ კომბსს და არავის სხვას.”
“
მისივე თქმით, წვეულებას დაახლოებით 850 სტუმარი უნდა დასწრებოდა, 24-საათიანი ქირის საფასური კი, შეთანხმების თანახმად, $25,000 იყო.
“საბოლოოდ, წვეულებაზე დაახლოებით 900 სტუმარი მოვიდა. დიდი არაფხიზელი იყო – ყველა ბევრ ნარკოტიკს მოიხმარდა. ბევრი ალკოჰოლი იყო და ყველა ძალიან მთვრალი იყო. მათ ვაცნობე, რომ მე ვილის ერთადერთი წარმომადგენელი ვიყავი და რომ ყოველთვის ვრჩები ტერიტორიაზე, რადგან მილიონი პრობლემა შეიძლება წამოიჭრას. ვუთხარი, რომ ტერიტორიის უკანა მხარეს ცალკე სასტუმრო სახლი და რომ თუ არ დამიძახებდნენ, იქ დავრჩებოდი.”
მისივე თქმით, სასახლის აშენება $7.5 მილიონი დაჯდა, თუმცა დიდის ხალხმა თქვა, რომ ფასი პრობლემა არ იყო, ამიტომ, გადასახადისთვის ახალი საკეტების ღირებულება დაემატებინათ.
- როგორც ჯეისონმა აღნიშნა, მას უთხრეს, რომ დიდის ექნებოდა სადაზღვევო პოლისი სასახლის, მასში არსებული ნივთებისა და ნებისმიერი “სიცოცხლის დაკარგვის” დასაფარად.
“მათ განაცხადეს, რომ ეს პოლისი მოითხოვდა კვამლის დეტექტორების გამოყენებას სახლებისა და სასტუმრო სახლების ყველა ზონაში, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს გვქონდა. მაგრამ მათ თქვეს, რომ ახალი ერჩივნათ, მას ჩემთან გამოგზავნიდნენ და მოსვლისთანავე დაამონტაჟებდნენ.”
ჯეისონმა თქვა, რომ წვეულება დილის 3 საათზე დასრულდა.
მისივე თქმით, ხალხი სუშის შიშველი ქალის სხეულიდან ჭამდა, “კოკაინს იღებდნენ” და ყველგან ბოთლები ეგდო, ზოგიერთ საძინებელში კი სისხლის ლაქები იყო.
.
“მეგონა, ყველგან შაქრის ფხვნილი იყო. საბოლოოდ, თითქმის ნახევარი უნცია დამრჩა სხვადასხვა პარკიდან, რომლებიც საძინებლებში იყო დატოვებული. საძინებლები მეორე დღეს საზიზღარ მდგომარეობაში იყო – გატეხილი ალკოჰოლის ბოთლები, გამოყენებული პრეზერვატივები, სისხლი თეთრეულზე, ფხვნილი და ასობით სამართებლის პირები, ლუბრიკანტები კომოდებზე, მარმარილოს იატაკზე. ბუჩქებში, ბოულინგის დარბაზის უკან ქალის საცვლები, ბიუსტჰალტერები და ორი iPhone ვიპოვე”, – ჰყვება მენეჯერი