ცნობილია კახეთში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 2 ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა.
- არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან გიორგი ჩანყოშვილი და მამუკა გულიაშვილი.
ინფორმაცია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
როგორც AMBEBI.GE-ს რეპორტიორმა მიაწოდა ინფორმაცია, უცნობმა პიროვნებამ 2 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. ორივე მოკლული 35 წლამდე ასაკისაა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თვითმხილველებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
სავარაუდო მოტივი არის შურისძიება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. პოლიცია საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოებს ასრულებს.
AMBEBI.GE-ს რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.