მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
შემთხვევა გვიან ღამით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე- 6 მუხლით დაიწყო.