თურქეთში დაფრენის დროს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ Azimut Airlines-ის თვითმფრინავს Sukhoi Superjet 100-ს, ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBCავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

თვითმფრინავი სოჭიდან ანტალიის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთში დაფრენა ცუდი ამინდის პირობებში მოუწია.

ცეცხლი თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა, რის სავარაუდო მიზეზად, დაფრენის დროს თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან შეჯახება სახელდება.

მეხანძრე-მაშველებმა თვითმფრინავზე ხანძრის ჩაქრობა ოპერატიულად შეძლეს. ხანძრის დროს, ბორტზე 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.