ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი…” – კვარაცხელიას განცხადება

ეროვნული ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და წერს:

“მო­გე­სალ­მე­ბით, ვა­დევ­ნებ თვალს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი, რო­გორც ერთი მო­ქა­ლა­ქის აზრი და პო­ზი­ცია.

  • ქარ­თვე­ლის ხალ­ხის სურ­ვი­ლი და ნება არის ევ­რო­პუ­ლი გზით სი­ა­რუ­ლი და სვლა, ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, ერ­თა­დერ­თი სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი და და­უშ­ვე­ბე­ლია ამ გზი­დან გა­დახ­ვე­ვა. ეს ქვე­ყა­ნა ეკუთ­ვნის ხალ­ხს და არა­ვინ დგას ხალ­ხის ნე­ბა­ზე მაღ­ლა.

მტკი­ვა ჩემი ქვე­ყა­ნა, მტკი­ვა ჩემი ხალ­ხი მტკივ­ნე­უ­ლი და ემო­ცი­უ­რია იმ ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბა, რაც ვრცელ­დე­ბა, შე­წყვი­ტეთ ძა­ლა­დო­ბა და აგ­რე­სია! სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პას დღეს ისე რო­გორც არას­დროს! ” – წერს კვა­რა­ცხე­ლია.

კვარაცხელიას გარ­და, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე და გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 28 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

მას შემ­დეგ თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­ის­თვის აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ს შე­ად­გენს. 28-29 ნო­ემ­ბრის ღა­მეს მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

აქ­ცი­ებ­ზე და­შავ­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც.