საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოლიმპიური ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს მიმართავს.
„ეი, გენო პეტრიაშვილო, შენგან განსხვავებით მე რომ ბავშვობაში ბალეტის სკოლაში დავდიოდი და ვვარჯიშობდი, კუნთებს რომ ვამაგრებდი და დისციპლინას ვსწავლობდი, პარალელურად დედაჩემი გალობას მასწავლიდა, ეკლესიაში ვგალობდი, პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის, პოლიტიკაში ცხვირს არ ვყოფ, მაგრამ სამშობლო მიყვარს.
და შენ, ჩემო პატარა, მაგ თავში ძალიან დიდი რომ გაქვს და კუნთებში ცოტა ჭკუაც რომ დაგეყოლებინა და წიგნები წაგეკითხა სამშობლოზე, ურიგო არ იქნებოდა“, – ამბობს მარიამ ნაკანი.