ახლახან ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, როგორ გრძნობს თავს დაკლებული კილოგრამების შემდეგ, ამის თაობაზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
„ერთგვარი რისკი იყო, ბარიატრია რომ გადავწყვიტე. არ მეგულება ინტერნეტსივრცეში ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ღაღადებს იმას, რომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა უნდა მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. შეიძლება, გამხდარი ამას ამბობდეს, მაგრამ ჭარბწონიანი – არასოდეს. ყველა ადამიანს აქვს შინაგანი შფოთვები, კომპლექსი და მე ხმამაღლა ვამბობდი, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ჩვენი თავი, როგორებიც ვართ, როგორიც ღმერთმა გაგვაჩინა-მეთქი.
წონის შინაგანი კომპლექსი მაშინ მიჩნდებოდა, როცა ცუდ კომენტარს წავიკითხავდი… 2023 წლის აგვისტოს ბოლოს გადავწყვიტე, ბარიატრია გამეკეთებინა. მანამდე დიეტებს ვიცავდი, მაგრამ დავიღალე, ხან ვიკლებდი, ხან ვიმატებდი და საბოლოო ჯამში, ისევ ჭარბი წონის ვიყავი… გავხსენი ანგარიში და დავიწყე ფულის შეგროვება… ანგარიშის გახსნიდან ორ კვირაში ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემიდან დამიკავშირდა მთავარი პროდიუსერი და მითხრა, დავით აბულაძის კლინიკას აქვს შემოთავაზება, სურს, უფასოდ ჩაგიტაროს ოპერაცია, ჩვენ ამას გავაშუქებთ და თუ გინდა, იყო ჩვენი გადაცემის გმირი, მოიფიქრე და გვითხარი პასუხიო. პასუხი იმ საღამოსვე უნდა მეთქვა და მანამდე ვუთხარი. გადავწყვიტე, გავმხდარიყავი სხვა ადამიანი, სხვა ვიზუალით და ამ განწყობით შევედი საოპერაციოში…
ოპერაცია 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ჩატარდა და ერთი წელი იმიტომ ვმალავდი, ჩემი სურვილი იყო, ნანუკას გადაცემაში გამოვჩენილიყავი შეცვლილი, წონადაკლებული, სულ სხვა ბარბარა… ხალხი რომ მხვდებოდა ქუჩაში, ვერ მცნობდნენ…
წესით, 30 კილო უნდა დამეკლო და 2 თვეში 15 კილო მქონდა დაკლებული. ამ შედარებით ნელა კლებამ ფსიქოლოგიური ზიანი მომაყენა… ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა, რომ ამ ყველაფერს შევგუებოდი… ბევრი რომ არ გავაგრძელო, შედეგი საკმაოდ შესამჩნევი მაქვს, ისეთი, რომ მაკვირდებიან და ვერც მცნობენ. ფიქრობენ, ნეტავ, ეს ბარბარაა თუ არაო. ვხუმრობ ხოლმე, ჩემმა წონამ ჩემი ცნობადობაც თან წაიღო-მეთქი (იცინის). ოპერაციიდან ერთ წელიწადში 56 კილო დავიკელი. სასწორთან აღარ ვმეგობრობდი და არც ახლა ვმეგობრობ…“