ე.წ. “რეიდი” და დაკავებები “თავისუფლების მოედნის” მეტროსთან – კადრები ადგილიდან

მეტროსადგურ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან“ ხმა­უ­რია.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მეტ­რო­დან ამო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილს ჩხრეკს, ასე­ვე ამოწ­მებს ჩან­თებს და პარ­კებს, რი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

  • რო­გორც პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­დი­ას­თან აცხა­დე­ბენ, ახ­დე­ნენ მო­ქა­ლა­ქე­თა ზე­და­პი­რულ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, რის უფ­ლე­ბა­საც მათ „პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი აძ­ლევთ.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ი­დის ფარ­გლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ, რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. ისი­ნი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ხმა­უ­რი იყო.

„მო­მი­ტინ­გე­ებს არ ეძ­ლე­ვათ პარ­ლა­მენ­ტის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა იმის, რომ აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდნენ. ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტე­რო­რი და და­ში­ნე­ბა“, – აცხა­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.